მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Healo-ის ბაზრობა ბავშვებთან და მოზარდებთან მომუშავე სპეციალისტების განათლების მხარდასაჭერად - ღონისძიების პარტნიორია საქართველოს ბანკი

HEALO
20.02.26 19:08
539
სტატიაში საუბარია:

21-22 თებერვალს, ექსპო ჯორჯიას მე-6 პავილიონში, Healo-ის ორგანიზებით, საქველმოქმედო ბაზრობა გაიმართება.

ინიციატივის მიზანი ბავშვებთან და მოზარდებთან მომუშავე სპეციალისტებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. შესაბამისად, ბაზრობის ფარგლებში, შემოსული თანხა მოხმარდება სპეციალისტების გადამზადებას - ვორქშოფებსა და ტრენინგებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალი თაობისთვის უკეთესი გარემოს შექმნას.

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, Healo-ის ინიციატივის პარტნიორია.

ღონისძიება სტუმრებს 12:00 საათიდან 20:00 საათამდე უმასპინძლებს.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებგვერდს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები