მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

HEET-ის პროდუქციის უკანონოდ შემოტანისთვის ერთი პირი დააკავეს

5acf06385bce3
BM.GE
12.04.18 11:15
999
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე, ერთი პირი ამხილეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ქალაქ თბილისში 999 კოლოფი ე.წ. ელექტრო სიგარეტისთვის განკუთვნილი „HEETS”- ის ფირმის უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვას ახდენდა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება 4 995 ლარს შეადგენს.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები