ჰოლანდიური ლუდსახარში Heineken-ი სათავო ოფისში რეორგანიზაციას იწყებს, რომელიც, კომპანიის განცხადებით, 400-ზე მეტ თანამდებობას შეეხება.
"2026 წლიდან Heineken Amsterdam-ის მთავარი ოფისი უფრო ფოკუსირებულ სტრატეგიულ ცენტრად გარდაიქმნება. ცვლილება მოიცავს "Heineken Business Services (HBS)"-ზე გადასვლას და შერჩეული დეპარტამენტების რედიზაინს. ეს დაახლოებით 400 პოზიციაზე იმოქმედებს", - განაცხადა Heineken-მა.
კომპანიამ დაადასტურა, რომ ცვლილებები მოიაზრებს დეპარტამენტების გაერთიანებას, თანამშრომლების რელოკაციას და კონკრეტული პოზიციების სრულად გაუქმებას.
Heineken-ს არ დაუდასტურებია, ზუსტად რამდენ ადამიანს შეეხება რეორგანიზაცია.




























