მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Heineken-ი რუსეთის ბაზარს ტოვებს

6241a28049bde
მარიამ ვარადაშვილი
28.03.22 16:10
907

ნიდერლანდების ლუდის მწარმოებელი კომპანია Heineken-ი რუსეთის ბაზრიდან გადის. ომის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ კომპანიამ განაცხადა, რომ რუსეთში ახალ ინვესტიციებს, ექსპორტსა და ბრენდის რეკლამებს აჩერებდა, ხოლო დღეს ბაზრის დატოვების შესახებ გახდა ცნობილი.

Reuters წერს, რომ Heineken რუსეთში სიდიდით მესამე ლუდის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ადგილობრივ სამ ბრენდს ფლობს.

“შოკირებული და დამწუხრებული ვართ უკრაინაში ომის მიმდინარეობის ყურებით, რომელიც გრძელდება და მწვავდება”, - წერია კომპანიის განცხადებაში.

ამას გარდა, კომპანიაში აცხადებენ, რომ 1800 დასაქმებულს ხელფასს 2022 წლის ბოლომდე შეუნარჩუნებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები