2017 წლის პირველ ნახევარში Heineken-ის სუფთა მოგება 871 მილიონ ევრომდე გაიზარდა, რაც 48.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მაშინ კომპანიის მოგება 586 მილიონი ევრო იყო. ამის შესახებ კომპანია ფინანსურ ანგარიშში მიუთითებს.
Heineken-ის შემოსავლები 3.8%-ით 10,5 მილიარდ ევრომდე გაიზარდა. საოპერაციო შემოსავლის ზრდამ კი 6% შეადგინა და 1,8 მილიარდ ევროს მიაღწია.

























