გლობალური სამუშაო ძალის თანამედროვე ტენდენციებით, მნიშვნელოვნად გადაიხედა ის მეთოდები, რომელთაც სამუშაო ადგილზე კადრის შესარჩევად იყენებენ და პროცესში აქტიურად ჩაერთო ხელოვნური ინტელექტი. შედეგად, შეიქმნა არაერთი სტარტაპი, რომელთა მიზანს HR-პროცესების ოპტიმიზება წარმოადგენს. ნახევარი წლის წინ ასეთი სტარტაპი საქართველოშიც შეიქმნა - Helio.AI რეკრუტინგის ინოვაციური სისტემაა, რომელიც კომპანიებს საუკეთესო კანდიდატების სწრაფად შერჩევაში ეხმარება. მიუხედავად მოკლე ისტორიისა, Helio.AI-ის სერვისებს უკვე 50-ზე მეტი კომპანია იყენებს და ასევე განსაკუთრებით გამოსარჩევია, Helio.AI მონაწილეობს საქართველოს ბანკის და ჯიტას პარტნიორობით შექმნილი რეგიონული სააქსელერაციო პროგრამაში 500 Global in Eurasia.
სტუმარი: ნინი მოსიაშვილი - Helio.AI-ის თანადამფუძნებელი და საოპერაციო დირექტორი;