მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ დაგეგმილი ბრიფინგი გადაიდო

აშშ

ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ დაგეგმილი ბრიფინგი უამინდობის გამო გადაიდო. ინფორმაცია კომისიამ სოციალურ ქსელ X-ში გაავრცელა.

„ეს ბრიფინგი ამინდის პირობების გამო გადაიდო“, - წერია განცხადებაში.

ბრიფინგი, ბრიფინგი, სახელწოდებით „ქართული ოცნების" მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“, 28 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე უნდა გამართულიყო, თუმცა აშშ-ში უამინდობაა. ძლიერი თოვლით გამოწვეული მიზეზებით დაიღუპა რამდენიმე ადამიანი. ასევე, გადაიდო და გაუქმდა ათასობით რეისი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები