მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარედ როჯერ უიკერი აირჩიეს - სენატორმა საქართველოს შესახებ ისაუბრა

როჯერ უიკერი

ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარედ რესპუბლიკელი სენატორი, როჯერ უიკერი აირჩიეს.

ჰელსინკის კომისიის ინფორმაციით, როჯერ უიკერმა პოსტის დაკავებისას საქართველოში განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა.

როგორც რესპუბლიკელმა სენატორმა განაცხადა, "საქართველო გზაგასაყარზე დგას, როდესაც "ქართული ოცნება" ცდილობს ქვეყანა რუსეთისკენ მიათრიოს და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას დააშოროს".

ჩემთვის პატივია ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარედ დასახელება. ევროპული უსაფრთხოება ყოველთვის კარგია შეერთებული შტატებისთვის. თითქმის 50 წლის განმავლობაში ჰელსინკის კომისია მსოფლიოს მასშტაბით იცავს ადამიანის უფლებებს, წინ წევს დემოკრატიას და ეკონომიკურ თანამშრომლობას ზრდის.

დღევანდელი გამოწვევები არანაკლებად გადაუდებელია. მოუთმენლად ველი ორპალატიან, ორპარტიულ საფუძველზე მუშაობას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის სამართლიანად დასრულებისთვის, ნატოს ალიანსის გაძლიერებისთვის, საერთაშორისო წესრიგისთვის, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ემსახურება”, - განაცხადა უიკერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები