მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჰელსინკში თვითმავალი ელექტრო ავტობუსები გამოჩნდა

57b9c9c593913
BM.GE
21.08.16 19:31
2175
ჰელსინკის ქუჩებში უპილოტო, თვითმავალი ავტობუსები გამოჩნდა. მიმდინარე კვირაში ქალაქის ქუჩებში ორმა მსგავსმა ავტობუსმა დაიწყო ოპერირება. მცირე ზომის ელექტრო ავტობუსები ფრანგულმა კომპანიამ EasyMile შექმნა. ავტობუსს საათში 25 მილის გავლა შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ ავტობუსი თვითმავალია, საჭიროების შემთხვევაში მასში მძღოლი მაინც არის განთავსებული.

ახალი ავტობუსების შეყვანა ჰელსინკის მთავრობის გეგმის ნაწილია, რომელიც მოძველებული ავტოპარკის განახლებას გულისხმობს.

სამომავლოდ ქალაქის მერია სპეციალური აპლიკაციის შემუშავებას აპირებს, რომელიც მგზავრებს საშუალებას მისცემს სასურველი მარშრუტის ავტობუსების და ტაქსების, ასევე მეტროს განრიგის შესახებ მიიღოს ინფორმაცია.

CNNMoney

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები