მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჰენკას კომბუჩას“ ბრენდით „ჯანსაღი სასმელების კომპანიამ“ ქართულ ბაზარზე ოპერირება დაიწყო

618a8c1c4e06a
ელენე გოგბერაშვილი
10.11.21 09:45
2405
ქართულ ბაზარზე ოპერირება „ჯანსაღი სასმელების კომპანიამ“ დაიწყო. "ჰენკას კომბუჩა" - ასე ჰქვია მოტკბო-მომჟავო გემოს მქონე სასმელს, რომელსაც კომპანია აწარმოებს. "ჰენკას კომბუჩა" უკვე გამოჩნდა რამდენიმე ქსელურ მარკეტში. ბრენდის შექმნაზე კომპანიის დამფუძნებლებმა 0,5 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელეს.

კომბუჩას 2000-წლიანი ისტორია აქვს. ის პირველად ჩინეთში დაამზადეს, შემდეგ კი დანარჩენ მსოფლიოში გავრცელდა.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, კომბუჩას, მისი დამზადების მეთოდისა და ბუნებრივი შემადგენლობის გათვალისწინებით დამსახურებულად უწოდებენ უკვდავების სასმელს.

მათი თქმით, კომბუჩა ბუნებრივად გაზიანი სასმელია, რომელიც ჩაის ნაყენისგან მზადდება და შეიცავს პრებიოტიკებს. მას აქვს ანტიოქსიდანტური და იმუნური თვისებები.

საქართველოში ჰენკას ბრენდის კომბუჩას წარმოების იდეა მეგობრების წრეში გაჩნდა, მას შემდეგ, რაც ანალოგიურ სასმელი საზღვარგარეთ დააგემოვნეს.

„ჰენკას კომბუჩა არის ფერმენტირებული, ნატურალური სასმელი, რომელიც გამოირჩევა გემოვნური და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებით. გვინდოდა, შეგვექმნა ისეთი პროდუქტი, რომელიც იქნებოდა 100%-ით ნატურალური, მაქსიმალურად შევამცირებდით შაქრის რაოდენობას და ასევე იქნებოდა ძალიან გემრიელი.

ჩვენი სასმელი მზადდება ქართული ჩაის ბაზაზე, ვიყენებთ მხოლოდ ნატურალურ ინგრედიენტებს, ჩვენ თვითონ ვყიდულობთ ხილს და ვამზადებთ წვენს ყოველგვარი დანამატის გარეშე“, - აცხადებს კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ჯვარიძე.

სასმელი ფერმენტაციას გადის, შემდგომ იფილტრება და ამის შემდეგ ხვდება დახლებზე. ჯანსაღი სასმელების კომპანიის ტექნოლოგები ამბობენ, რომ ფერმენტაციის პროცესში უამრავი სასარგებლო ბაქტერია წარმოიქმნება, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.

„კომბუჩას ერთ-ერთი თვისება არის მისი გავლენა ნაწლავურ ფლორაზე, ამისთვის კომბუჩა უნდა იყოს ცოცხალი, შესაბამისად, ჰენკას კომბუჩაც არის ცოცხალი. აქედან გამომდინარეობს მისი მცირე შენახვის ვადა. ამიტომ მომხმარებელს ვურჩევ, შეინახონ მითითებულ ტემპერატურაზე, მოარიდონ მზის სხივებს და დალიონ ცივი“, - აცხადებს ჯვარიძე.

ჰენკას კომბუჩა რამდენიმე თვეა რაც ბაზარზე გამოჩნდა, თუმცა ჯანსაღი სასმელი უკვე წარმატებთ იყიდება ქსელურ მარკეტებში. კომპანიის დამფუძნებლები არათუ ქართული ბაზრის მნიშვნელოვანი წილის დაკავებას, არამედ საექსპორტო ბაზრებზე გასვლასაც გეგმავენ, რა მიზნითაც მოლაპარაკების პროცესი უკვე დაწყებული აქვთ რამდენიმე ქვეყანასთან.

„გამომდინარე იქიდან, რომ "ჰენკას კომბუჩა" ჯანსაღი სასმელია, ამიტომაც თავდაპირველად შევედით ისეთ მაღაზიებში, როგორიცაა "აგროჰაბი", "ევროპდოუქტი", "ორგანიკა" ანუ ის ყველა ობიექტი, სადაც მომხმარებელს შეუძლია ჯანსაღი პროდუქტი იყიდოს“, - აცხადებს ზურაბ კაპანაძე, ჯანსაღი სასმელების კომპანიის კიდევ ერთი დამფუძნებელი.

სამი სახეობის "ჰენკას კომბუჩა" ჯერ მხოლოდ მინის ქილებშია წარმოდგენილი. ახლო მომავალში "ჯანსაღი სასმელების კომპანია" ასორტიმენტის ზრდას და კაფე-ბარებში მომხმარებლისთვის კომბუჩას ჩამოსასხმელი სახით მიწოდებას განიხილავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები