„მინდა, მადლიერებით აღვნიშნო აქ არსებული მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, რომელიც მხარდაჭერილია საქართველოს მთავრობის მიერ“,- ამის შესახებ Henkel-ის სამშენებლო მასალების დირექტორმა ზდენეკ ბრიჩმა მარტყოფში ქარხნის გახსნის ცერემონიალზე განაცხადა.
მან პროექტის განხორციელების პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა.
„მინდა, მადლიერებით აღვნიშნო აქ არსებული მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, რომელიც მხარდაჭერილია საქართველოს მთავრობის მიერ. ჩვენ გვჯერა საქართველოსი და ჩვენი საერთო წარმატებული მომავლის. მწამს, ჩვენ და თქვენ ერთად ვიამაყებთ,რომ მოწინავე ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნილი პროდუქტი საქართველოში დამზადდება. ამიტომ, ვულოცავ ჩვენ თავსა და თქვენ - საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენს მომხმარებლებს. განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო მთავრობისა და პრემიერმინისტრის მიმართ, მისი სტუმრობისა და მხარდაჭერისათვის“,- განაცხადა ზდენეკ ბრიჩმა.

























