მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჰენრის პირამიდის" კრახი - რა ბედი ელის ათასობით დაზარალებულს?

ათასობით მოტყუებული მოქალაქე და შეჩერებული ტრანზაქციები - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ე.წ. საინვესტიციო პლატფორმა TSQ Investment Group-ის საქმიანობაზე, იგივე "ჰენრის პირამიდაზე", გამოძიება ოფიციალურად დაიწყო. უწყებამ პროცესი საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვის საფუძველზე, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის მუხლით აღძრა. სქემა მარტივი და ნაცნობი იყო: პლატფორმა მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობას, ხელოვნური ინტელექტის სიგნალებსა და მაღალ პროცენტიან მოგებას ჰპირდებოდა. მომხმარებლები თანხებს სპეციალურ ანგარიშზე რიცხავდნენ, სადაც ეკრანზე მზარდ ბალანსს ხედავდნენ. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოქალაქეების ნაწილს თანხები მართლაც გამოჰქონდათ, თუმცა როგორც კი ახალი წევრები სისტემას აღარ დაემატნენ, ის ყველა სხვა ანალოგის მსგავსად, დაიბლოკა. საგამოძიებო უწყება ამ ეტაპზე დეტალებს არ ასაჯაროებს, თუმცა დაზარალებულთა რაოდენობა, სავარაუდოდ, მასშტაბურია. სპეციალისტები მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, რომ არ ენდოთ ისეთ კომპანიებს, რომლებიც მაღალ და რისკისგან თავისუფალ მოგებას გთავაზობენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ოპერაციები არალიცენზირებულ კრიპტო-პლატფორმებზე მიმდინარეობს.

როგორ მუშაობს ფინანსური პირამიდა და რატომ არ შეიძლება მისი აკრძალვა საწყის ეტაპზევე?

სტუმრები: ინგა ქარჩავა - საქართველოს საბანკო ასოციაცია, კიბერუსაფრთხოების მიმართულების კოორდინატორი;

გიორგი კეპულაძე - „საზოგადოება და ბანკები“-ს გამგეობის თავმჯდომარე;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები