Herbalife-მა, გლობალურმა კვებისა და ველნეს კომპანიამ, ზედიზედ მეხუთე წელია, „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში პრესტიჟული ოქროს ბრენდის ჯილდო მოიპოვა. ეს აღიარება კომპანიისთვის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს ემთხვევა – საქართველოში საქმიანობის 15 წელსა და კვებისა და ველნესის სფეროში 46-წლიან გლობალურ გამოცდილებას.
2011 წელს საქართველოს ბაზარზე შემოსვლის შემდეგ, Herbalife აქტიურად უწყობს ხელს დაბალანსებული კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. ბოლო 15 წლის განმავლობაში კომპანია მეცნიერულად დასაბუთებული კვების პროდუქტების მიმწოდებლიდან საზოგადოებაზე ორიენტირებულ ველნეს-პლატფორმად ჩამოყალიბდა, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით დამოუკიდებელი პარტნიორების ძლიერი ქსელი უჭერს მხარს.
დღეს Herbalife საქართველოში 2 000-ზე მეტ დამოუკიდებელ პარტნიორს აერთიანებს და 15-ზე მეტ ქალაქშია წარმოდგენილი ჯანსაღი წესით ცხოვრების კლუბებისა და სხვადასხვა ველნეს-ინიციატივებით, რომლის მეშვეობითაც უზრუნველყოფენ კვების რჩევებს, საზოგადოების მხარდაჭერას და მაღალი ხარისხის პროდუქტებზე წვდომას. ონლაინ ველნეს პროგრამები და წონის მართვის მარათონები ამ შესაძლებლობებს მთელი ქვეყნის მასშტაბით მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო აფართოებს.
„ოქროს ბრენდის“ მორიგი აღიარება კიდევ უფრო ამყარებს Herbalife საქართველოს პოზიციებს და ადასტურებს მის რეპუტაციას, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე სანდო ველნეს-ბრენდის. ზედიზედ მეხუთედ ჯილდოს მიღება კომპანიის მუდმივ ერთგულებას უსვამს ხაზს – მომხმარებლებს შესთავაზოს მეცნიერებაზე დაფუძნებული კვების გადაწყვეტილებები და ამავდროულად განავითაროს ჯანსაღი ცხოვრების წესზე ორიენტირებული მხარდამჭერი საზოგადოება.
„ოქროს ბრენდის“ ჯილდოს ზედიზედ მეხუთედ მიღება Herbalife-ისთვის უდიდესი პატივია და მნიშვნელოვანი აღიარებაა როგორც მომხმარებლების, ისე ინდუსტრიის ექსპერტების მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი ჩაჩანიძემ, Herbalife-ის კავკასიის რეგიონის ბიზნესის განვითარების უფროსმა მენეჯერმა.
„ეს მიღწევა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან წელს საქართველოში Herbalife-ის 15 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. ვამაყობთ, რომ ქვეყნის თანამედროვე ველნეს-კულტურის განვითარების პროცესის ნაწილი ვართ და საზოგადოების მხარდაჭერას უახლეს ტექნოლოგიებთან ვაერთიანებთ. მადლობას ვუხდი ჩვენს დამოუკიდებელ პარტნიორებს, მათ მომხმარებლებსა და ყველას, ვინც საქართველოში Herbalife-ის წარმატებაში საკუთარი წვლილი შეიტანა. თქვენი ნდობა და ერთგულება გვაძლევს მოტივაციას, გავაგრძელოთ ადამიანების მხარდაჭერა უფრო ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისკენ.“
ინოვაციებისადმი ერთგულების ფარგლებში, Herbalife მომხმარებელთა ცვალებადი მოთხოვნების შესაბამისად აგრძელებს პროდუქციის პორტფელის გაფართოებას. Collagen Skin Booster-ის წარმატებული ჩაშვების შემდეგ, კომპანიამ კიდევ უფრო გააძლიერა კეთილდღეობისადმი ჰოლისტიკური მიდგომა და მეცნიერებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მეშვეობით ერთმანეთთან დააკავშირა კვება, სილამაზე და საერთო კეთილდღეობა.
პროდუქციის ხარისხი და უსაფრთხოება Herbalife-ის უმთავრეს პრიორიტეტებს შორის რჩება. კომპანია მსოფლიოს მასშტაბით 4 თანამედროვე საწარმოო ობიექტსა და 18 ლაბორატორიას ფლობს, რომელთაგან რვა სრულად ხარისხის კონტროლზეა ორიენტირებული. ყოველწლიურად ტარდება 300 000-მდე შიდა ხარისხის ტესტი, რაც ინგრედიენტების სისუფთავეს, კვებით ღირებულებასა და ადგილობრივ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას უზრუნველყოფს.

ველნესის გლობალური ტენდენციების განვითარებასთან ერთად, Herbalife ინვესტიციებს დებს პერსონალიზებული კვებისა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული კეთილდღეობის მიმართულებით. ისეთი ინიციატივების მეშვეობით, როგორიცაა Pro2col™ – ახალი თაობის ციფრული ველნეს-პლატფორმა – და პერსონალიზებული ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ კომპანიებთან სტრატეგიული პარტნიორობების გზით, კომპანია მომხმარებლებს ინდივიდუალურად მორგებულ კვებით რეკომენდაციებსა და ველნეს-გამოცდილებას სთავაზობს. კრიშტიანუ რონალდუმ, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია Herbalife-ის გლობალური ბრენდ-ამბასადორია, Pro2col™-ში პირადად 7.5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
კომპანიის საზოგადოებრივი ჩართულობა საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების კლუბებისა და Herbalife-ის გუნდის ისეთი მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებებში, როგორიცაა თბილისის მარათონი რეგულარული მონაწილეობის გზით იზრდება, როგორიცაა თბილისის მარათონი. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა Herbalife-ის გლობალური მისიის განუყოფელი ნაწილია. კომპანია მხარს უჭერს არაერთ სოციალურ ინიციატივას, მათ შორის ბავშვთა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდს. 2026 წლიდან Herbalife-ის დამოუკიდებელმა პარტნიორებმა საქართველოში საქველმოქმედო საქმიანობა განაახლეს, რაც თბილისის ერთ-ერთი ბავშვთა სახლის მხარდაჭერით დაიწყო.
გარდა ამისა, კომპანიამ გააძლიერა ციფრული კომუნიკაცია ოფიციალური „Herbalife Georgia“-ს Instagram-ისა და Tik Tok-ის არხების მეშვეობით, რაც ველნესით დაინტერესებულ აუდიტორიასთან ურთიერთობისა და ჩართულობის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
Golden Brand Awards-ის შესახებ
2005 წელს დაარსებული Golden Brand Awards, საქართველოში ყველაზე პრესტიჟული ბიზნეს აღიარებაა, რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ როგორც ქვეყნის "ბიზნეს ოსკარს". ჯილდო ენიჭებათ კომპანიებს, რომლებიც გამოირჩევიან ხარისხის, ინოვაციების და მომხმარებელთა კმაყოფილებისადმი მაღალი სტანდარტებით.
გამარჯვებულები შეირჩევიან სპეციალური კვლევის გზით, რომელშიც მონაწილეობენ ინდუსტრიის ექსპერტები, მეცნიერები და მომხმარებლები, რაც უზრუნველყოფს თითოეული ბრენდის მუშაობის სრულყოფილ შეფასებას.
Herbalife-ის შესახებ
Herbalife (NYSE: HLF) არის გლობალური ველნეს კომპანია, საზოგადოება და პლატფორმა, რომელიც 1980 წლიდან ცვლის ადამიანების ცხოვრებას და აწვდის მათ შესანიშნავ საკვებ პროდუქტებს, ხოლო დამოუკიდებელ პარტნიორებს აძლევს ბიზნესის განვითარების შესაძლებლობას. კომპანია 90-ზე მეტ ქვეყანაში მომხმარებლებს სთავაზობს მეცნიერებაზე დაფუძნებულ კვების პროდუქტებს დამოუკიდებელი პარტნიორების მეშვეობით, რომლებიც უზრუნველყოფენ ინდივიდუალურ ქოუჩინგს და ქმნიან მხარდამჭერ საზოგადოებას, რაც მომხმარებლებს შთააგონებს უფრო ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების წესისკენ.

























