მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჰერბია:“ „იმპორტის ჩანაცვლება 10-წლიანი სამოქმედო გეგმის ნაწილი უნდა იყოს“

საქართველოს სათბურის კორპორაცია სათბური კიტრი

„ქართული ბოსტნეული სათბურებიდან “ - ასე ეწოდება სახელმწიფო თანადაფინანსების ახალ პროგრამას, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიცირებით, სოფლის განვითარების სააგენტომ დაიწყო. პროგრამა სასათბურე მეურნეობის შექმნით დაინტერესებული პირების ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა და მისი ბიუჯეტი 25 მილიონ ლარს შეადგენს.

უწყებაში განმარტავენ, რომ პროგრამის მიზანს თანამედროვე კლიმატგონივრული ტექნოლოგიების დანერგვის გზით ქვეყნის მასშტაბით ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ხელშეწყობა წარმოადგენს.

კომპანია „ჰერბიაში“ ამბობენ, რომ პროგრამა მცირე და საშუალო ზომის ფერმერების დახმარებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა ექსპორტის ჩანაცვლებისთვის უფრო მასშტაბური პროგრამების დაწყებაა აუცილებელი.

„როცა სახელმწიფო ფერმერული მეურნეობებისთვის დახმარებებს გასცემს, ეს უკვე მნიშვნელოვანია. პროექტი საინტერესო უნდა იყოს როგორც პატარა ფერმერებისთვის, ისე შედარებით დიდებისთვისაც, რამდენადაც თანხობრივი მოცულობა 50 ათასი ლარიდან იწყება და 1 მლნ-მდე შეიძლება განხორციელდეს.

უშუალოდ ჩვენთვის შეიძლება ეს პროექტი მთლად საინტერესო არ იყოს, იმიტომ რომ ჩვენი მოცულობები სხვაა, თუმცა პარტნიორი ფერმერებისთვის შეიძლება გავწიოთ დახმარება, კონსულტაციები, რომ მიიღონ მონაწილეობა.

მე ვმონაწილეობდი ამ პროგრამის შედგენაში და მაშინვე ვთქვით, რომ ეს რაღაც ნაწილს წაეხმარება, თუმცა პრეტენზია არ უნდა გვქონდეს, რომ ამით ექსპორტს ჩავანაცვლებთ. ამას სჭირდება დიდი პროექტების განხორციელება, 10-20-ჯერ უფრო მეტი. იმპორტის ჩანაცვლება არა მარტო წლევანდელი, არამედ 10 წლიანი სამოქმედო გეგმის ნაწილი უნდა იყოს“, - განაცხადა ჯანელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები