მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჰერბია" მშრალი ბოსტნეულის წარმოებას იწყებს, რომელსაც ექსპორტზე კორეაში გაიტანს

5d220f2264a53
ელენე გოგბერაშვილი
07.07.19 20:10
1353
ქვეყანაში მწვანილის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი კომპანია „ჰერბია“ წლის ბოლოდან სრულიად ახალ პროდუქტს გამოუშვებს.

როგორც კომპანიის ხელმძღვანელი, ზურაბ ჯანელიძე bm.ge-თან აცხადებს, ეს იქნება გამომშრალი ბოსტნეული და სოუსები, რომელიც ექსპორტზე კორეაში გავა. კომპანიას უკვე მოძიებული ჰყავს პარტნიორები, თუმცა ამ ეტაპზე ჯანელიძე არ ამბობს, პროდუქციის რა მოცულობების ექსპორტირება იგეგმება კორეაში. მისი თქმით, ექსპორტის პარალელურად ახალი პროდუქტი გამოჩნდება ქართულ ბაზარზეც.

„ჰერბიას“ 30 დასახელების პროდუქციის 95% დღეს ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, დარჩენილი მცირე რაოდენობა კი ბულგარეთშიგადის ექსპორტზე.

ახალი პროდუქტი კორეის გარდა, სავარაუდოდ ბულგარეთშიც გაიყიდება. „სხვა ბაზრების ინტერესიც არის ამ პროდუქციაზე და შესაძლებელია სხვა ბაზარზეც გამოვაჩინოთ“-აცხადებს „ჰერბიას“ დამფუძნებელი.

კომპანია წლიურად 1000-1200 ტონა მწვანილსა და ბოსტნეულს აწარმოებს. „ჰერბიას“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ მოთხოვნას ევროოპულ ბაზრებზე გაცლებით დიდია, თუმცა ადგილობრივი წარმოება სერიოზულად ჩამორჩება მოთხივნას, შესაბამისად ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციაში კოოპერაციაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები