მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჰერბია: ქართველი ფერმერები მიწოდებაში უწყვეტობას ვერ ვინარჩუნებთ

5affd3f44b5bc
ანუკა ჯოხაძე
19.05.18 17:30
1584
კომპანია "ჰერბიას" დაფუძნებელი BM.GE-სთან საუბრისას იმ ძირითად პრობლემაზე საუბრობს, რაც, მისი თქმით, ადგილობრივ ფერმერებს ევროკავშირის ბაზრის ათვისებაში ხელს უშლის.

ზურაბ ჯანელიძის თქმით, პირველ რიგში, პროდუქციის მიწოდების უწყეტობის პრობლემაა. მისი განცხადებით, ევროპის ბაზარი ბევრად უფრო მიმზიდველია, ვიდრე რუსეთის. თუმცა, ევროკავშირის ბაზარს გარკვეული მოთხოვნები აქვს, რომელსაც ფერმერი უნდა აკმაყოფილებდეს.

"ჰერბია" უკვე რამდენიმე წელია Global Gap-ის სტანდარტის მფლობელია, ამ ეტაპზე კი პროდუქცია ექსპორტზე მხოლოდ ბულგარეთის ბაზარზე გააქვს.

ჯანელიძე აცხადებს, რომ იმერეთის აგროზონის პროექტი დიდი ხნის წინ უდა განხორციელებულიყო. მისი აზრით, ამ ზონაში აუცილებელია დარეგულირდეს და შეღავათიანი იყოს მეწარმისთვის ენერგო მატარებლის ტარიფი. დღეს მეწარმეს სოფლის მეურნეობაში გაცილებით მაღალი ტარიფი აქვს, ვიდრე ჩვეულებრი მოქალაქეს.

“ჩვენს პროდუქციას 4-ჯერ მეტი ფასი აქვს ისეთ ქვეყნებში როგორიცაა გერმანია ან სკანდინავიის ქვეყნები. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ჩვენთვის, ფერმერებისთის, ევროპული ბაზარი მნიშვნელოვანია. ჩვენ უკვე რამდენიმე წელია Global Gap-ის სტანდარტი დავნერგეთ, თუმცა, ცუდია, რომ ქართულ ბაზარზე ერთადერთი კომპანია ვართ. ეს სტანდარტი ჩვენს კომპანიას ევროპული ბაზრის გარკვეული ნაწილის ათვისების საშუალებას აძლევდა. სამწუხაროდ, ამ ბაზრების დაკმაყოფილების ერთადერთი პრობლემაა ისაა, რომ მიწოდებაში უწყვეტობას ვერ ვინარჩუნებთ”,-აცხადებს ზურაბ ჯანელიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები