მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჰერბია": საბაჟოზე მალფუჭებადი პროდუქციისთვის სპეციალური ხაზის ამოქმედებაა საჭირო

5b95107334b19
BM.GE
09.09.18 18:00
1026

მწვანილისა და ბოსტნეულის მწარმოებელი კომპანია „ჰერბიას“ დამფუძნებელი ზურაბ ჯანელიძე ფიქრობს, რომ საბაჟო გამშვებ პუნქტებში მალფუჭებადი პროდუქციისთვის სპეციალური ხაზი უნდა ამოქმედდეს. როგორც ბიზნესმენი bm.ge-სთან განმარტავს, მიმდინარე წელს 2 შემთხვევა ჰქონდა, როდესაც მალფუჭებადი პროდუქცია საბაჟოზე 3 დღით გააჩერეს და ამან სერიოზული პრობლემები შეუქმნა.

„მიზეზი იყო ის, რომ გადატვირთული იყო საბაჟო. 2 ასეთი შემთხვევა მქონდა წელს და მართალი ვთქვა, ამან ძალიან დამაზიანა. ევროპაში მიმავალი პროდუქცია მიფუჭდებოდა გზაში. ამიტომ ვფიქრობ, მალფუჭებადი პროდუქციისთვის საბჟო გამშვებ პუნქტებზე სპეციალური ხაზი უნდა მოქმედებდეს“,- აცხადებს ზურაბ ჯანელიძე.

მისივე თქმით, ასევე კარგი იქნება, თუ სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაამატებს თანამშრომლებს, რომლებიც პროდუქციის ფიტოსერთიფიცირებას ახდენენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები