მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Heritage Foundation: საქართველომ ეკონომიკური თავისუფლებით მსოფლიოს 186 ქვეყანას შორის, მე-13 ადგილი დაიკავა

58a542e20559c
BM.GE
16.02.17 10:12
2276
Heritage Foundation ფონდის „2017 Index of Economic Freedom” მსოფლიოში ეკონომიკური თავისუფლების ყოველწლიურ ანგარიშში საქართველომ ეკონომიკური თავისუფლებით მე-13 ადგილი დაიკავა მსოფლიოს 186 ქვეყანას შორის და გასულ წელთან შედარებით 10 საფეხურით გაუმჯობესება უჩვენა. რეგიონში კი საქართველომ მე-5 ადგილი დააფიქსირა, ისეთი ქვეყნების შემდეგ როგორიც შვეიცარია (1), ესტონეთი (2), ირლანდია (3), და დიდი ბრიტანეთია (4).

ანგარიშის მიხედვით ქვეყნები ოთხი ძირითადი კრიტერიუმით ფასდება ესენია: კანონის უზენაესობა, მთავრობის სიდიდე, რეგულაციური ეფექტიანობისა და თავისუფალი ბაზრები.

საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა საკუთრების უფლების, ბიზნესის თავისუფლების და მთავრობის ინტეგრაციის კრიტერიუმებში, თუმცა გაუარესდა მთავრბის ხარჯებისა და საგადასახადო ტვირთის კრიტერიუმში.

საქართველოს სარეიტინგო ქულა 76-ს შეადგენს.

ანგარიშის მიხედვით, ქვეყნები ოთხი ძირითადი კრიტერიუმით ფასდება ესენია: კანონის უზენაესობა, მთავრობის სიდიდე, რეგულაციური ეფექტიანობა და თავისუფალი ბაზრები. კანონის უზენაესობის კრიტერიუმი შემდეგ ცვლადებს აერთიანებს: საკუთრების უფლების დაცვა, მთავრობის ინტეგრაცია, სასამართლოს ეფექტიანობა, - პირველ ორ შემთხვევაში საქართველომ საკუთარი პოზიციები გაიუმჯობესა და 55,1 და 65 ქულა მიიღო, ხოლო სასამართლო ეფექტიანობის კუთხით საქართველოს პოზიცია კვლავ უცვლელად 66,5 ქულაზე შენარჩუნდა. მთავრობის სიდიდის კრიტერიუმში კი საქართველოს პოზიციები გაუარესებულია, კერძოდ ქვეყნს სარეიტინგო ქულა გაუარესდა, როგორც მთავრობის ხარჯების, ასევე საგადასახადო ტვირთის კუთხით. რეგულირების ეფექტიანობის კუთხით, საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა როგორც ბიზნესის თავისუფლების, ასევე სამუშაო ძალის თავისუფლების კუთხით, ხოლო მონეტარული თავისუფლების ინდექსით კი უცვლელი დარჩა. თავისუფალი ბაზრის ინდიკატორში კი საქართველოს პოზიციები წინა წელთან შედარებით უცვლელია და ქვეყანა უმეტესად თავისუფალი ქვეყნების რიგებშია.

ფონდი საქართველოს ეკონომიკური ლიბერალიზაციის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს დადებითად აფასებს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ვალი და საბიუჯეტო დეფიციტი კონტროლის ქვეშ რჩება, ინვესტიციების წახალისებას ახდენს დაბალი გადასახადები, ფართომასშტაბიანი პრივატიზაცია და ანტიკორუფციული ღონიძიებები. თუმცა ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ქვეყანაში საჭიროა ინსტიტუციური რეფორმები, კერძოდ: კვალავ კრიტიკულად რჩება სასამართლოს ეფექტიანობის და დამოუკიდებლობის უზრუნველყობა. სასამართლოს ეფექტიანობის კუთხით საქართველო ზომიერად/მეტწილად თავისუფალ ქვეყნებს შორის არის მოხვედრილი. ფონდი აღნიშნავს, რომ ხელისუფლება სრულად არ უზრუნველყოფს და არ იცავს სასამართლოს თავისუფლებას. ამასთან საქართველოს დღემდე უწევს პოსტ საბჭოთა კავშირის პერიოდის ხანგრძლივ კორუფციულ ეფექტთან შებრძოლება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პოზიცია საკუთრების უფლების დაცვის კუთხით გაუმჯობესდა, ამ კრიტერიუმით ქვეყანა კვლავ უმეტესად არათავისუფალ ქვეყნებს შორის არის 55,1 ქულით.

ფონდი აღნიშნავს, რომ ჯამში საქართველოში არსებული საგადასახადო ტვირთი შემოსავლების 25,3 პროცენტს შეადგენს. მთავრობის ხარჯებმა კი ბოლო სამ წელში მთლიანი შიდა პროდუქტის 29,2% შეადგინა. ასევე, ფონდის ანგარიშში ვკითხულობთ რომ შრომის ბაზარს დინამიკა აკლია, ხოლო უმუშევრობის მოცულობა კი მაღალ ნიშნულზე რჩება.







გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები