მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Hermès-ი რუსეთში მაღაზიებს ხურავს, Swatch-ი კი ექსპორტს წყვეტს - Yahoo

62223e4451494
თამთა ჯიჯავაძე
04.03.22 20:31
699
Hermès-ი ბოლო ბრენდი გახდა, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთში ოპერირებას წყვეტს და მაღაზიებს ხურავს. როგორც Yahoo წერს, კომპანიის გადაწყვეტილება ძალაში დღეს საღამოს ამოქმედდება. მიზეზი ამ შემთხვევაშიც უკრაინაში რუსეთის შეჭრაა.

„ღრმად შეშფოთებული ვართ ევროპაში ამ დროისთვის არსებული ვითარებით. ვწუხვართ, რომ გადავწყვიტეთ დროებით დავხუროთ ჩვენი მაღაზიები რუსეთში და შევაჩეროთ ყველანაირი კომერციული აქტივობები ამ ქვეყანაში“, - განაცხადა კომპანიამ.

Hermès-სს რუსეთში სამი ბუტიკი აქვს, სამივე მოსკოვში.

პარალელურად, საათების მწარმოებელმა შვეიცარიულმა Swatch Group-მა განაცხადა, რომ რუსეთში ექსპორტს აჩერებს, თუმცა მაღაზიებს ღიას ტოვებს.

„Swatch Group-ი მონიტორინგს უწევს ქვეყანაში არსებულ ვითარებას. ჩვენთან 100%-ით აფილირებული კომპანია Swatch Group Russia აგრძელებს ოპერირებას. ჩვენი მაღაზიებიც ღიაა, თუმცა ამ დროისთვის რუსეთში შევაჩერეთ ექსპორტი, ვინაიდან საერთო ჯამში მძიმე ვითარებაა“, - განაცხადეს კომპანიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები