მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჰესების პროექტები, რომლებზეც მოსახლეობა და ინვესტორი ვერ თანხმდება - მინისტრის სია

5cfa6433cc5e8
ლიკა გურაბანიძე
07.06.19 17:17
1345
პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ დღეს პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას პანკისის ხეობაში ჰესთან დაკავშირებულ მოვლენებზე დაუსვა კითხვა.

გიგა ბოკერია დაინტერესდა, არის თუ არა საქართველოში სხვა მსგავსი პროექტები, სადაც ადგილობრივებს ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვთ.

ეკონომიკის მინისტრმა გიგა ბოკერიას რამდენიმე რეგიონის ჰესის მაგალითი მოუყვანა.

„არის სხვა შემთხვევები, სადაც ინტერესი ინვესტორის და ადგილობრივი მოსახლეობის იმდენად დიდხანს ჯერდება, რომ ამ პროექტს პრობლემა ექმნება.

არის შემთხვევები თუნდაც ლენტეხში ხელედულა ჰესზე, არის ასეთი შემთხვევები სვანეთში მათ შორის ნენსკრაზე და სხვა ჰესებზე, ასევე გურიაში.

უნდა ითქვას, რომ თითოეულ ამ შემთხვევაში ვფრთხილობთ და ვეძებთ საკითხის გადაწყვეტის ინდივიდუალურ გზებს,“ - განმარტა თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები