მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰესების პროექტების გაერთიანება შესაძლებელი ხდება - რა იცვლება ენერგეტიკის მხარდაჭერის სქემაში?

მთავრობამ ენერგეტიკის სექტორის მხარდამჭერ სქემაში ცვლილებები შეიტანა. ახალი რეგულაციით, მომიჯნავე საპროექტო არეალებზე განთავსებული ორი ან მეტი ჰიდროელექტროსადგურის პროექტის გაერთიანება შესაძლებელი ხდება. გარდა ამისა, ცვლილებები ითვალისწინებს პროექტების განხორციელებისთვის განსაზღვრული ვადების გაგრძელების შესაძლებლობასაც. ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლები ცვლილებებს დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ სიახლე ხელს შეუწყობს ერთი მხრივ პროექტების ოპტიმიზაციას, მეორე მხრივ კი ინვესტორებს ობიექტების გასავითარებლად მეტი დრო ექნებათ. თუმცა დარგის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მშენებლობის გაზრდილი ხარჯების ფონზე, გამოწვევად რჩება CFD ტარიფები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები