- ჰეშბანკი, W Group-ის ეკოსისტემასთან სინერგიით, ტრადიციულ საბანკო სერვისებსა და კრიპტოაქტივების გარე მისამართებიდან მიღება-გატანის სერვისს ერთ აპლიკაციაში აერთიანებს.
საბანკო სექტორში ახალი სტანდარტი მკვიდრდება: საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული უნივერსალური ციფრული ბანკი ჰეშბანკი პირველია რეგიონში, რომელმაც ტრადიციული საბანკო სერვისი და ღია Web3 ეკონომიკის ინფრასტრუქტურა ერთ ეკოსისტემაში სრულფასოვნად გააერთიანა.
ინტეგრაციის ასეთი მასშტაბი გლობალურ საბანკო ინდუსტრიაშიც კი იშვიათია. ჰეშბანკის მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ მიიღონ 150-ზე მეტი დასახელების ციფრული აქტივი გარე საფულეებიდან თუ პლატფორმებიდან და განახორციელონ კრიპტოს გატანა გარე ბლოკჩეინ-მისამართებზე - ყოველგვარი ბარიერებისა და ზედმეტი შუამავლების გარეშე.
საბანკო სერვისი და ციფრული აქტივები ერთ სივრცეში
აქამდე საბანკო ანგარიშები და კრიპტო ინფრასტრუქტურა ორ ცალკეულ სისტემად ოპერირებდა. ტრანზაქციის შესასრულებლად მომხმარებელს რამდენიმე პლატფორმას, ბანკსა და გარე საფულეს შორის ნავიგაცია უწევდა.
ჰეშბანკი ამ ბარიერს სრულად აქრობს. უკვე შესაძლებელია ჰეშბანკის ანგარიშის მარტივად შევსება გარე კრიპტოსაფულეებიდან (External Wallets) და პირიქით - კრიპტოს გატანა ჰეშბანკიდან გარე ქსელებში. აპლიკაციაში მომხმარებელს შეუძლია მიიღოს ციფრული აქტივი, გადაცვალოს ის ეროვნულ თუ უცხოურ ვალუტაში და ისარგებლოს ტრადიციული საბანკო სერვისებით.
თითოეული ტრანზაქცია დაცულია ორმაგი ავთენტიფიკაციით, გარე მისამართების წინასწარი ვალიდაციით, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის (AML) პროცედურებითა და Blockchain Analytics-ის ინსტრუმენტებით. ეს ქმნის საზღვრების გარეშე ბანკინგის მოდელს - ფინანსურ გამოცდილებას, რომელიც აერთიანებს ტრადიციულ ვალუტებს, კრიპტოაქტივებსა და საერთაშორისო ფულად გზავნილებს.
„ჩვენ არ ვქმნით ბიზნესს, რომელიც მხოლოდ Web2-ში ან Web3-ში იარსებებს. ყველაზე დიდი შესაძლებლობები სწორედ მათ შორის გაჩნდება. ჩვენი ამოცანაა ავაგოთ ინფრასტრუქტურა - ხიდი, რომელიც ამ ორ სამყაროს ერთად მუშაობის შესაძლებლობას მისცემს. ჰეშბანკი ამ სტრატეგიის თვალსაჩინო მაგალითია. ეს არის სრულად ლიცენზირებული ციფრული ბანკი, რომელიც ღიაა ახალი ფინანსური ქსელებისთვის და შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს სხვადასხვა ვალუტა, პლატფორმა და სისტემა“, - აცხადებს W Group-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ნოსოვი.
გლობალური ფინანსური ეკოსისტემის შესაძლებლობები
ჰეშბანკმა, რომელიც ეროვნული ბანკის ლიცენზიას 2023 წლიდან ფლობს, ოპერირება 2024 წელს დაიწყო და დღეს უკვე 73 ქვეყნის 60 000-მდე მომხმარებელს აერთიანებს.
ბანკის მოდელი უნიკალურია: ის ერთმანეთთან აკავშირებს გარე კრიპტოსაფულეებს, WhiteBIT-ის პლატფორმასა და ტრადიციულ საბანკო პროდუქტებს როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე ბიზნესებისთვის.
შედეგად, ჰეშბანკი გახდა პირველი ლიცენზირებული Crypto-forward ბანკი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, რომელმაც მომხმარებლებს ეს შესაძლებლობა ერთ სივრცეში შესთავაზა.
„ამ სერვისის დანერგვით ჰეშბანკი სრულიად ახალ სტანდარტს ამკვიდრებს საბანკო სექტორში, როგორც საქართველოში, ისე მთლიანად რეგიონში და კიდევ უფრო ამყარებს ხიდს ტრადიციულ საბანკო სისტემასა და ციფრულ აქტივებს შორის. ჩვენი მიზანია, საზღვრების გარეშე ბანკინგი რეალობად ვაქციოთ - მომხმარებელს საკუთარი ფინანსების მართვის მეტი თავისუფლება მივცეთ, ყოველდღიური საბანკო ოპერაციები გავამარტივოთ, ხოლო კრიპტოაქტივები ყველასთვის ნაცნობი და მარტივად ხელმისაწვდომი გავხადოთ“, - აცხადებს ჰეშბანკის გენერალური დირექტორი, გოგა ჩანადირი.
W Group-ის გლობალურ ეკოსისტემაში ჰეშბანკი და WhiteBIT-ი პირდაპირი ინტეგრაციითა და სტრატეგიული სინერგიით ოპერირებენ. ამასთან, თითოეული კომპანია მკაცრად ინარჩუნებს სალიცენზიო მოთხოვნებით გათვალისწინებულ დამოუკიდებელ მმართველობას.
ამ ეტაპზე WhiteBIT-ის პლატფორმას 10 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, ხოლო W Group-ის ფართო ეკოსისტემა მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 40 მილიონ მომხმარებელს აერთიანებს.
W Group-ისთვის ჰეშბანკი არა მხოლოდ ცალკეული პროექტი, არამედ გრძელვადიანი, გლობალური სტრატეგიის ნაწილია. ამ მოდელის მთავარი მიზანი სრული ციკლის მქონე ფინანსური ეკოსისტემის შექმნაა, სადაც ტრადიციული საბანკო სექტორი, საგადახდო სისტემები, ციფრული აქტივები, ბლოკჩეინი და საერთაშორისო ფინანსური ინფრასტრუქტურა ეროვნულ თუ გლობალურ დონეზე ერთიანი, გამართული მექანიზმით იმოქმედებს.
W Group-ის შესახებ:
W Group-ი გლობალური ფინტექ-ეკოსისტემაა, რომელიც ბლოკჩეინსა და კრიპტოტექნოლოგიებს ყველასთვის მარტივ, უსაფრთხო და ხელმისაწვდომ ინსტრუმენტად აქცევს. ჯგუფი მსოფლიოს 150 ქვეყანაში 40 მილიონზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს. W Group-ის მისია ინოვაციური, მოქნილი და საიმედო ფინანსური გადაწყვეტილებების დანერგვა და ამით ფინანსური სექტორის მომავლის ფორმირებაა.
ჰეშბანკის შესახებ:
ჰეშბანკი ციფრული ბანკია, რომელიც მომხმარებლებს მარტივ, უსაფრთხო და თანამედროვე საბანკო სერვისებს სთავაზობს. ინოვაციური ტექნოლოგიებისა და მკაცრი საბანკო სტანდარტების სინთეზით, ბანკი ციფრული ეკონომიკის მოთხოვნებზე მორგებულ ფინანსურ გადაწყვეტილებებს ქმნის. 2026 წელს მიღწეული ტექნოლოგიური წარმატებებისთვის, საერთაშორისო ავტორიტეტულმა გამოცემამ Global Banking & Finance Review-მ ჰეშბანკს „საქართველოს საუკეთესო ახალი ციფრული ბანკი 2026“-ის (Best New Digital Bank Georgia 2026) ტიტული მიანიჭა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის ლიდერ პოზიციას რეგიონის ფინანსურ და ტექნოლოგიურ სექტორში.























