მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰიდროს გარეშე თითქმის შეუძლებელია მზის და ქარის ენერგიის განვითარება საქართველოში - პაატა ცინცაძე

61ab33ca09f0c
ელენე გოგბერაშვილი
04.12.21 13:43
953

საქართველოს საინჟინრო და ენერგეტიკის აკადემიების წევრი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი პაატა ცინცაძე თვლის, რომ  საქართველოში მზის და ქარის ენერგიის განვითარება ჰიდროენერგეტიკის გარეშე თითქმის შეუძლებელია. ამის შესახებ მან გადაცემა #რედაქტ2-ში განაცხადა. ცინცაძე გერმანიის მაგალითით ხსნის, როგორ ხდება უთანაბრობის დაბალანსება ჰოდროგენერაციით, როცა მზის და ქარის ელექტროსადგურები საჭირო ენერგიას ვერ გამოიმუშავებენ. 

"ჰიდროს გარეშე თითქმის შეუძლებელია მზის და ქარის ენერგიის განვითარება საქართველოში. ერთ მაგალითს გეტყვით, იმისათვის, რომ გერმანიას აეშენებინა ქარის სადგურები, მათ 1500 მეგავატი სიმძლავრის კებელი ჩადეს წინასწარ ნორვეგიასთან, რომ ჰიდრორესურსებით, რაც აქვს ნორვეგიას წყალსაცავების სახით, შეძლოს გერმანიამ თავის ტერიტორიაზე ქარის ელექტროსადგურების მშენებლობა და იმ უთანაბრობის გასწორება, რაც ახასიათებს ქარს და მზეს.

ქარის სიჩქარე და მიმართულება ყოველწამიერად იცვლება, ისევე როგორც მზის რადიაცია, ღრუბელი გადაეფარება მზეს და სადგური აღარ გამოიუშავებს ენერგიას იმ რაოდენობით, რაც მზიან ამინდში ხდება. ეს უთანაბრობა მომხმარებელს რაღაცამ უნდა გაუთანაბროს. ეს შეუძლია სწრაფი რეგულირების მქონე სადგურებს და ასეთია მხოლოდ ჰიდროელექტროსადგურები. შეიძლება გამოიყენო თბოსადგურებიც ამისთვის, მაგრამ ასეთი თბოსადგურები ბევრად ძვირი ჯდება, ვიდრე რაც ჩვენ გვაქვს - სწრაფი მანევრირების ჰიდროელექტროსადგურები. თბოსადგურების შემთხვევაში თანაც მაინც იმპორტზე ხარ დამოკიდებული"-აცხადებს პაატა ცინცაძე. 

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები