მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Hilton Garden Inn, კაბადონი, სამზეო... - როგორია Redix ჯგუფის სასტუმროების დატვირთულობა?

Hilton Garden Inn

Redix ჯგუფში შემავალ ყველა სასტუმროში დატვირთულობის მაჩვენებელი საგრძნობლად გაზრდილია, წლის ბოლომდე ამ შედეგების კიდევ უფრო გაუმჯობესებას ველით. ასე აფასებს BM.GE-სთან წლის ტურისტულ აქტივობას კომპანიის ჰორეკა დირექტორი და Hilton Garden Inn Tbilisi Chavchavadze-ს გენერალური მენეჯერი ნანო ურუშაძე.

უძრავი ქონებისა და საინვესტიციო მენეჯმენტკომპანია Redix-ი ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 4 სასტუმროსა და ერთ აპარტოტელს მართავს - Hilton Garden Inn Chavchavadze თბილისში, აპარტოტელი „ლე პორტი“ ბათუმში, სასტუმრო „კაბადონი“ სიღნაღში და სასტუმრო „სამზეო“ თუშეთში. ამავე ბრენდით ახალი სასტუმრო მიმდინარე წლის ნოემბრისთვის ყვარელშიც გაიხსნება.

ნანო ურუშაძე აღნიშნავს, რომ მათ სასტუმროებს ტურისტები სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრობენ: „წელს აქტიურად გვყავს სტუმრები ინდოეთიდან, ისრაელიდან, რუსეთიდან, საუდის არაბეთიდან და ამერიკიდან“.

„რედიქსის“ ჰორეკა დირექტორმა სასტუმროებში წლის ბოლომდე არსებულ მოლოდინებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველა სასტუმროსთვის პროგნოზი განსხვავებულია, საერთო სურათში ტენდენცია პოზიტიურია.

„სამზეო თუშეთისთვის" სეზონი ამინდის გაუარესების პარალელურად, სექტემბრის ბოლოს დაიხურება, თუმცა გასულ წელთან მიმართებით კომპანიაში 33%-იან ზრდას ვარაუდობენ.

"„სამზეო ყვარლისთვის" ეს ოპერირების პირველი წელი იქნება. რადგან შემოდგომა კახეთში განსაკუთრებული პერიოდია და ტურისტულადაც აქტიური სეზონია, „სამზეო ყვარელში" წელიწადის ამ მონაკვეთში, შესამჩნევ აქტივობას ველით.

სასტუმრო „კაბადონი“ სიღნაღში კი ნაწილობრივ შემოდგომიდან რენოვაციაზე გადის და შესაბამისად, შემოსავლებში ზრდის მოლოდინი არ გვაქვს.

რაც შეეხება ბათუმს, საზღვაო ტურისტული სეზონის დასრულების მიუხედავად, აპარტოტელი როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ დამსვენებელს შორის მაინც აქტუალურია და გასულ წელთან მიმართებით 18%-იანი ზრდის მოლოდინი გვაქვს.

რაც შეეხება Hilton Garden Inn Tbilisi Chavchavadze-ს, როგორც უკვე აღვნიშნეთ ტენდენცია დადებითია და შემოსავლებში 20%-იან ზრდას ვპროგნოზირებთ, რაც ასეთი მასშტაბური სასტუმროსთვის ძალიან კარგი შედეგია“, - განმარტავს ნანო ურუშაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები