მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჰიპერტენზიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით GM Pharma პაციენტებს პარტნიორ კლინიკებში უფასო დიაგნოსტიკას სთავაზობს

17 მაისს ჰიპერტენზიის მსოფლიო დღე აღინიშნება და მისი მიზანი საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებაა, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ქვეყნებში სპეციალური საგანმანათლებლო თუ წამახალისებელი აქტივობები ტარდება. კამპანიის სლოგანი კი ასეთია - "გაიზომე და აკონტროლე წნევა, გაიხანგრძლივე სიცოცხლე". ამ კამპანიას ტრადიციულად წელსაც საერთაშორისო მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანია GM Pharma შეუერთდა და ჰიპერტენზიის მსოფლიო დღის აღსანიშნავად პაციენტებს საქართველოს მასშტაბით, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, საავადმყოფოში უფასო კონსულტაციებს, სკრინინგს, გასინჯვას, კარდიოგრაფიას და კარდიოგრამას სთავაზობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები