ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდი Hippie სოციალურ ქსელში აცხადებს, რომ ისინი საახალწლო სოფლებში არ იქნებიან წარმოდგენილი, რაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებითაა განპირობებული.
"ჩვენო ძვირფასო მომხმარებლებო, წინა წლებისგან განსხვავებით, "ჰიპის" და @ჟოლობარის ფერადი ავტობუსები წელს საახალწლო სოფლებში არ დაგხვდებათ...ზეიმის და დღესასწაულის განწყობის დრო ამ მომენტში ნამდვილად არ გვაქვს…მომავალ ახალ წელს ევროპულ საქართველოში შევხვდებით და ერთად ავახმაურებთ საახალწლო სოფელს!", - ვკითხულობთ განცხადებაში.
მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო არაერთმა მცირე ბიზნესმა, რომლებიც წლევანდელ საახალწლო სოფელში არ იქნებიან წარმოდგენილი. გარდა ამისა, "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" განცხადებით, წელს საახალწლო ქარავანი არ იქნება.