H&M Georgia-მ 2023 წლის ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, გასულ წელს კომპანიის შემოსავლები 50.3 მლნ ლარი იყო, რაც 3.9%-ით მეტია წინა წლის 48.4 მლნ ლართან შედარებით. კომპანიის წმინდა მოგებამ 2.2 მლნ ლარი შეადგინა, რაც 100%-ით აღემატება 2022 წლის 1.1 მლნ ლარს.
ფინანსური ანგარუშის თანახმად, ჯამური ხარჯები 48.7 მლნ ლარი იყო, რაც 1.6%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. ადმინისტრაციული ხარჯები 24.6 მლნ ლარი გახდა (ზრდა 21%). გაყიდვების ხარჯები კი 12%-ით შემცირდა და 22.4 მლნ ლარს მიაღწია.
H&M Georgia-ს საქართველოში სამი მაღაზია აქვს: Galleria Tbilisi-ში, East Point-სა და City Mall Saburtalo-ში. Galleria Tbilisi-ის მაღაზიის შემოსავალი 22.8 მლნ ლარი იყო (+6.5%), City Mall Saburtalo-ს 18.3 მლნ ლარი (+5.7%), ხოლო East Point-ის 9.2 მლნ ლარი (-4.7%).
H&M-ი საქართელოში 2017 წლიდან საქმიანობს.