H&M ჯგუფის წმინდა გაყიდვებმა 2024 ფინანსურ წელს 4 მილიარდი შვედური კრონა შეადგინა, ადგილობრივ ვალუტებში გაყიდვები 1%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიამ bm.ge-ის მიაწოდა.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, მთლიანი მოგება გაიზარდა 4%-ით და შეადგინა 2 მილიარდი შვედური კრონა. ამასთან, გაყიდვებისა და ადმინისტრაციულმა ხარჯებმა შეადგენდა 9 მილიარდი შვედური კრონა. ადგილობრივ ვალუტებში ხარჯები გაიზარდა 1%-ით. ხოლო საოპერაციო მოგება გაიზარდა 3 მილიარდ შვედურ კრონამდე, რაც შეესაბამება საოპერაციო მარჟას 7.4%-ს.
"საოპერაციო მოგება 28%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით.
გადასახადების გადახდის შემდეგ მოგება გაიზარდა 33%-ით და შეადგინა 5 მილიარდი შვედური კრონა, რაც შეესაბამება 7.21 შვედურ კრონას თითო აქციაზე.
საოპერაციო საქმიანობიდან მიღებულმა ფულადმა ნაკადმა შეადგენდა 7 მილიარდი შვედური კრონა.
წინასწარი მონაცემებით, H&M ჯგუფის სათბურის გაზების ემისიები 2024 წელს შემცირდა მინიმუმ 23%-ით 2019 წლის საბაზისო მაჩვენებელთან შედარებით.
CapEx (კაპიტალური დანახარჯები) 2025 წლისთვის დაგეგმილია 11-12 მილიარდი შვედური კრონას ფარგლებში. ინვესტიციები ძირითადად მიმართული იქნება მაღაზიების პორტფელსა და მიწოდების ჯაჭვის გაუმჯობესებისკენ. მმართველი საბჭო წლიურ შეკრებაზე წარადგენს წინადადებას, რომ გადაიხადოს დივიდენდი - 6.80 შვედური კრონა თითო აქციაზე", - წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება გასული ფინანსური წლის მეოთხე კვარტალს (1 სექტემბერი 2024 – 30 ნოემბერი 2024), H&M ჯგუფის წმინდა გაყიდვებმა მეოთხე კვარტალში 1 მილიარდი შვედური კრონა შეადგინა. ადგილობრივ ვალუტებში წმინდა გაყიდვები გაიზარდა 3%-ით. ასევე:
- მთლიანი მოგება გაიზარდა 9 მილიარდ შვედურ კრონამდე, რაც შეესაბამება მთლიანი მოგების მარჟას - 54.6% მეოთხე კვარტალში.
- გაყიდვებისა და ადმინისტრაციულმა ხარჯებმა შეადგენდა 3 მილიარდი შვედური კრონა. ადგილობრივ ვალუტებში აღნიშნული ხარჯები გაიზარდა 2%-ით.
- საოპერაციო მოგება გაიზარდა6 მილიარდ შვედურ კრონამდე, რაც შეესაბამება საოპერაციო მარჟას - 7.4%-ს.
- წითელი ზღვის რეგიონში არსებულმა ლოგისტიკურმა შეფერხებებმა და “შავი პარასკევის” გვიან დადგომამ, მნიშვნელოვან გავლენა მოახდინა მარაგებზე. მარაგის მოცულობა შეფასებულია როგორც დადებითი.
- საოპერაციო საქმიანობიდან მიღებულმა ფულადმა ნაკადმა შეადგენდა 9 მილიარდი შვედური კრონა.
"მეოთხე კვარტალში გაყიდვები და საოპერაციო მოგება გაიზარდა ძლიერი ონლაინ გაყიდვების, ქალის კოლექციების ეფექტური მიწოდებისა და ხარჯების ოპტიმალური კონტროლის შედეგად. ჩვენ სწორ გზაზე ვართ გრძელვადიანი მომგებიანი ზრდისკენ.
აღსანიშნავია ჩვენი შემოდგომის კოლექციის წარმატება, რომელიც წარდგენილი იყო მილანში, ლონდონსა და ნიუ-იორკში გამართული ღონისძიებებით. წლიურად საოპერაციო მარჟა 7.4 პროცენტს შეადგენდა, ხოლო თითო აქციაზე მოგება 34 პროცენტით გაიზარდა და 7.21 შვედური კრონა შეადგინა. 2024 წლის განმავლობაში ჩვენ მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიეთ. კიდევ უფრო დავაჩქარეთ მიწოდების ჯაჭვის გაუმჯობესების პროცესი, გავზარდეთ მოქნილობა და პროდუქტის ხელმისაწვდომობა.
2024 წელს გავხსენით 88 ახალი მაღაზია და გავაგრძელეთ მაღაზიების პორტფელის ოპტიმიზაციას. ამჟამად, 4200-ზე მეტი მაღაზიით ვართ წარმოდგენილები.
2025 წელს ვგეგმავთ Monki-ის ბრენდის ინტეგრირებას Weekday-ში, როგორც ფიზიკურ მაღაზიებში, ისე ონლაინ. ჩვენი მიზანია, რომ ჩვენი მასშტაბი და გავლენა მოდის ინდუსტრიის უფრო მდგრადი მომავლისკენ მისასვლელად გამოვიყენოთ.
ჩვენი გეგმაა სათბურის აირების ემისიების 56 პროცენტით შემცირება 2030 წლისთვის. მდგრადობის ინტეგრირებით ჩვენს ბიზნეს გეგმებში და მიწოდების ჯაჭვის დეკარბონიზაციაში ინვესტიციების გაგრძელებით, ჩვენ მყარად ვართ პოზიციონირებული ამ გრძელვადიანი მიზნის მიღწევის გზაზე. მიმდინარე წელს, ჩვენი გეგმაა გავაუმჯობესოთ ციფრულ გამოცდილება და გავაძლიეროთ ბრენდის პოზიციონირება წამყვან მოდის ქალაქებში.
მიუხედავად იმისა, რომ 2025 წელს, ეკონომიკურმა და გეოპოლიტიკურმა არასტაბილურობამ შესაძლოა მომხმარებელთა განწყობაზე იმოქმედოს, არსებობს პოზიტიური სიგნალებიც, როგორიცაა ინფლაციისა და საპროცენტო განაკვეთების შემცირება. ჩვენი დივერსიფიცირებული მიწოდების ჯაჭვი გვაძლევს მოქნილობას, რათა სხვადასხვა ბაზრებზე ნეგატიური გარე ზემოქმედება შევამციროთ”, - განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, დანიელ ერვერმა.


























