შვედურმა ბრენდმა H&M კამპანია Bring It დაიწყო და ყველას არასასურველი ტანსაცმლის შეგროვებისკენ მოუწოდა.
ბრენდს არა ერთხელ მოუწყვია მსგავსი აქცია. იგი მიზნად ისახავს ახალი ტექსტილის ბოჭკოს შესაქმნელად მომხმარებელთა მეორადი ტანსაცმლის გადამუშავებას შეუწყოს ხელი.
2013 წლიდან მთელი მსოფლიოს მასშტაბით მომხმარებელს შეუძლია H & M 3300 მაღაზიაში მიიტანოს ნებისმიერი ბრენდის არასასურველი ან მეორადი ტანსაცმელი და დატოვოს ის გადასამუშავებლად. ათასობით ტონა ქსოვილი იქნა შეგროვილი ამ სახით.
შვედური რითეილერი Hennes & Mauritz (H&M) 1947 წელს შვედეთში დაარსდა და ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მწარმოებელია.

























