მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

H&M-მა ტანსაცმელი დაწვა

59e9eae7d4c68
BM.GE
20.10.17 16:23
2891
მსოფლიოში ერთ-ერთმა ცნობილმა შვედურმა ტანსაცმლის ბრენდმა H&M 2013 წლის შემდეგ დაგროვილი არარეალიზებული 60 ტონა ტანსაცმელი დაწვა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დანიური ტელევიზიის გამოძიებაზე დაყრდნობით ავრცელებს euronews.

როგორც ეკოლოგიური ორგანიზაციის Redress-ის ხელმძღვანელი კრისტინა დინი აცხადებს, ერთი წყვილი ჯინსის დასამზადებლად 3625 ლიტრი წყალი და 3 კგ ქიმიკატია აუცილებელი ხოლო ჯინსების დაწვა ეკოლოგიური რაციონალურობის დაცინვაა. დინისგან განსხვავებით, თავად კომპანია H&M-ში აცხადებენ, რომ ის ტანსაცმელი, რომელიც მათ გაანადგურეს, შესაძლოა ჯანმრთელობისთვის მავნე ყოფილიყო. თუმცა, ექსპერტების განმარტებით, ამ ტანსაცმელში სახიფათო ნივთირების კვალი არ იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები