ჰოლანდიაში ყველა მატარებელი ქარის ენერგიის მოხმარებაზე, რომლის გამომუშავებაც სპეციალური გენერატორების მიერ ხდება - წერს გაზეთი The Guardian ქვეყნის ეროვნული რკინიგზის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
„1 იანვრიდან ჩვენი მატარებლების 100% მოძრაობს ქარის ენერგიით" - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა ტონ ბოონმა. ჰოლანდიურმა კომპანია Eneco მოიგი 2 წლის წინ გამოცხადებული ტენდერი და გააფორმა რკინიგზასთან 10 -წლიანი ხელშეკრულება.
მატარებლების გადაყვანა ქარის ენერგიაზე იგეგმებოდა 2018 წლის იანვრისთვის, თუმცა კომპანიის სპეციალისტებმა გადაწყვიტეს, რომ ამის განხორციელება ერთი წლით ადრე დაეწყოთ. ამას ხელი შეუწყო ქვეყანაში ქარის ელექტროდანადგარების რაოდენობის ზრდამ.
Eneco-ს ინფორმაციით, ერთი ქარის დანადგარი უზრუნველყოფს ერთი საათის განმავლობაში ერთი მატარებლის მოძრაობას 200 კილომერის მანძილზე.
დღეში ჰოლანდიის რკინიგზას გადაყავს 500 000-ზე მეტი მგზავრი, მათ ემსახურება 5 500 მატარებელი.
2020 წლისთვის რკინიგზის მენეჯმენტი გეგმავს ერთ მგზავრზე დანახარჯების შემცირებას 35%-ით 2005 წელთან შედარებით.
"კომერსანტი"

























