მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"Holiday Inn აბრების ქართულად თარგმნის საკითხს გაგებით მოეკიდა"

5ac4e66faa559
სალომე მეცხვარიშვილი
04.04.18 19:00
1871
საერთაშორისო ბრენდი Holiday Inn გაგებით ეკიდება აბრების ქართულად თარგმნის საკითხს,- ამის შესახებ სასტუმროს მმართველი კომპანიის “აჭარა ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ოთო ბერიშვილი აცხადებს.

მისი თქმით, კომპანია აღარ მიიჩნევს აბრის ქართულად თარგმნას პრობლემურ საკითხად.

„იყო გარკვეული რეგულაციური საკითხი, რომელიც დეტალურად გვინდოდა რომ გაგველო. გავიარეთ და როგორც ხედვათ, ქართულად არის უკვე წარწერა“,- აცხადებს ოთო ბერიშვილი.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ ობიექტებს აბრების გადმოსაქართულებლად ვადა აპრილის დასაწყისამდე მისცა. ADJARA GROUP HOSPITALITY-ის გენერალური დირექტორი ვალერი ჩეხერია აცხადებდა, რომ საერთაშორისო ლოგოტიპების თარგმნის მომხრე არაა. მისივე თქმით, „ლოგო სახელისგან უნდა განვასხვავოთ“.
"HOLIDAY INN-ის თარგმნის ერთადერთი პრეცენდენტი ჩინეთშია, მეორე - საქართველოში იქნება"-  აცხადებდა ჩეხერია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები