მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Holiday inn Telavi-ის პროექტისთვის კრედიტის პროცენტს მთავრობა ფარავს

5b37956c4d452
თელარა გელანტია
30.06.18 19:00
925
სასტუმრო Holiday inn Telavi-ის პროექტისთვის კრედიტის პროცენტი 2 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიფარება.

როგორც BM.ge-ის სასტუმროს გენერალურმა დირექტორმა ლევან ერისთავმა განუცხადა, მათ სახელმწიფო პროგრამით „აწარმოე საქართველოში“ ისარგებლეს.

„აწარმოე საქართველოში“ იყო ერთ-ერთი მთავარი მოტივაციის მომცემი ამ პროექტის სისრულეში მოსაყვანად. ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაზე რომ ვისაუბროთ, როდესაც აღნიშნული პროგრამა ბანკის სესხს გიფარავს 2 წლის განმავლობაში, დამეთანხმებით დიდი ხელშეწყობაა. მსგავსი პროგრამები ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას ქვეყნის რეგიონებში“, - აცხადებს ერისთავი.

მისი ინფორმაციით, ჯამში, პროექტის ფარგლებში, სახელმწიფოს ფინანსური კონტრიბუცია, დაახლოებით, 300 000 ლარია.

როგორც სასტუმროს გენერალური დირექტორი ამბობს, Holiday inn Telavi-ის ფინანსურ მხარდაჭერაში ასევე მონაწილეობას “თი ბი სი ბანკი ” და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი.

პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 15 მლნ ლარია.

ცნობისთვის: სახელმწიფო პროგრამის “აწარმოე საქართველოში“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების პროექტის მიხედვით, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით დაინტერესებულ მეწარმეს ეძლევა შესაძლებლობა საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თბილისისა და ბათუმის გარდა: ააშენოს ახალი სასტუმრო, მოახდინოს არსებული ინფრასტრუქტურის გაფართოება/გადაიარაღება და ასევე გააფორმოს ფრენჩაიზინგის ხელშეკრულება სასტუმროს საერთაშორისო ოპერატორთან და შემოიყვანოს უცხოური ბრენდი ქართულ ბაზარზე. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხრიდან თანადაფინანსება ამ კომპონენტებზეა დამოკიდებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები