მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Honda 137 000 ავტომობილს უკან გაიწვევს

5ce6eb587a5de
მიხეილ ხაჩიძე
23.05.19 23:00
1038
იაპონური ავტომწარმოებელი Honda 137 000 ავტომობილს უკან გაიწვევს.

"როიტერსის" ინფორმაციით, შეზღუდვა კონცერნის სპორტული ტიპის, SUV-ის 2019 წლის მოდელებს შეეხებათ. 118 000 ავტომობილს აშშ–ის ბაზრიდან, ხოლო 19 000–ს კანადიდან და კორეიდან გაიწვევენ. აღნიშნულის მიზეზად, უსაფრთხოების ბალიშებშის პრობლემა სახელდება.

ამ დროის ინფორმაციით, ტექნიკური ხარვეზის გამო, ისინი არაავარიულ სიტუაციებშიც კი აქტიურდებიან.

იაპონურმა საავტომობილო ფირმამ ავტომობილები უსაფრთხოების ბალიშების გამო აქამდეც არაერთხელ გაიწვია ბაზრიდან, თუმცა მაშინ ძირითად მიზეზად Takata-ს ფირმის ბალიშები სახელდებოდა, რომლებიც სპეციალისტების თქმით, იშვიათად აქტიურდებოდა, დარტყმისას კი მეტალის ფრაგმენტებს ყრიდა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის საუკეთესო SUV ტიპის ავტომობილების რეიტინგში Honda-ს მანქანები მესამე პოზიციაზეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები