მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Honda-ს უპილოტო ავტომობილები ბაზარზე 2020 წლის მეორე ნახევარში გამოჩნდება

5e1376a458976
ნათია თაქთაქიშვილი
07.01.20 00:30
1803
ავტოკონცერნი Honda პირველი იაპონური წარმოებაა, რომელიც მესამე დონის უპილოტო ავტომობილებს გაყიდის. პირველი ავტომობილი გასაყიდად ბაზარზე 2020 წლის მეორე ნახევარში გამოჩნდება. აღნიშნულის შესახებ, Japantimes-ი იუწყება.

უპილოტო ავტომობილის მესამე დონე საშუალებას აძლევს მძღოლს მანქანაში დარჩეს, თუმცა არ უყუროს გზას და მაგალითად, წიგნის კითხვით ან ტელევიზორის ყურებით დაკავდეს. ამავდროულად, ავტომობილი ავტოპილოტის რეჟიმში რჩება დაბალი სიჩქარის გზებზე და საცობებში.

ამ დროისთვის მესამე დონის უპილოტო ავტომობილებს უკვე ყიდის გერმანული ავტომწარმოებელი Audi.

იაპონიის ხელისუფლებამ ამ ტექნოლოგიის განვითარებაზე $25 მილიარდი დახარჯა. მოსალოდნელია, რომ 2020 წელს უპილოტო ავტომობილები იაპონიის რამდენიმე რეგიონში ივლის. 2025 წლისთვის კი ქვეყანაში მესამე დონის უპილოტო ავტომობილების პარკი შეიქმნება.