მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰონგ-კონგი და სინგაპური ერთმანეთთან საზღვრებს ხსნიან

5f8833b358683
ნათია თაქთაქიშვილი
15.10.20 20:43
1641
ჰონგ-კონგი და სინგაპური ერთმანეთთან საზღვრებს გახსნიან, შესაბამისად ამ ქვეყნის მოქალაქეებს არ მოუწევთ საკარანტინე პერიოდის ან რაიმე სხვა დაწესებული შეზღუდვების გავლა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, მიმოსვლა ორ აზიურ ჰაბს შორის რამდენიმე თვეა შეზღუდულია. კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, ორივე ქვეყანამ საზღვრები ჩაკეტა სხვა ქვეყნის მოქალაქეებისათვის. ჰონგ-კონგმა დააწესა 14-დღიანი კარანტინი და სავალდებულო გახადა ელექტრონული სამაჯურის ტარება ვიზიტორების ადგილსამყოფელის განსასაზღვრაად.

CNN-ი წერს, რომ ორივე ქვეყანამ შეძლო კორონავირუსის შეჩერება და ინფიცირებულთა რაოდენობა კლების ტენდენციით ხასიათდება, სწორედ ამიტომ გადაწყდა ამ ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენა.

„ეს ჩვენი ხანგრძლივი ძალისხმევის შედეგია, რომლის შედეგადაც მნიშვნელოვნად შევამცირეთ კორონავირუსის გავრცლება“, - განაცხადა ედვარდ იაუმ, ჰონგ-კონგის ვაჭრობისა და ეკონომიკური განვითარების საკითხების მდივანმა.

სინგაპურის ტრანსპორტის მინისტრის ონგ იე კუნგის განცხადებით, ეს არის "მნიშვნელოვანი" ნაბიჯი.

”ეს არის ფრთხილი, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი საჰაერო მგზავრობის აღსადგენად და წარმოადგენს მსოფლიოს სხვა ნაწილებთან სამომავლო თანამშრომლობის მოდელს”, - დასძინა მან.

აღსანიშნავია, რომ მიმოსვლის აღდგენის ზუსტი თარიღი არ დაანონსებულა, მაგრამ სავარაუდოდ ეს მომდევო კვირებში გახდება ცნობილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები