მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჰონგ-კონგის ბიზნეს დელეგაცია: გვაინტერესებს რკინიგზა, პორტები, ინფრასტრუქტურული პროექტები

5c8fa36cdfd85
ლევან თაღიაშვილი
19.03.19 00:23
1934
ჰონგ-კონგის სავაჭრო განვითარების საბჭოს (HKTDC) უმაღლესი რანგის ბიზნეს-დელეგაცია საქართველოს რამდენიმე დღიანი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა.

დელეგაცია 30 სხვადასხვა პროფესიული სექტორის წარმომადგენელს აერთიანებს და მათ სავაჭრო და ეკონომიკური განვითარების საბჭოს მდივანი ედვარდ იაუ ხელმძღვანელობს.

როგორც ედვად იაუ აცხადებს, დელეგაციისთვის მთავარი მიზანი ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობის მიღებაა.

„გვაქვს ინტერესი, რომ საქართველოსა და ჰონგ-კონგის ადმინისტრაციულ ერთეულს შორის ეკონომიკური და ბიზნეს ურთიერთობები განვითარედს. საქართველო არის სტრატეგიული ადგილმდებარეობის ქვეყანა, კარიბჭე ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობის კუთხით. ამჟამად, ჰონგ-კონგის მსხვილი ინვესტიციები საქართველოში არაა წარმოდგენილი, თუმცა ჩვენ დაინტერესებული ვართ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტებით, პორტებით და გზებით. ასევე, გვაინტერესებს რკინიგზა, სტარტაპებისა და ახალი იდეების დაფინანსება. ჰონგ-კონგსა და საქართველოს შორის არსებობს გარკვეული მსგავსებები  - ორივე მათგანს ღია და თავისუფალი ეკონომიკა აქვს, რაც თანამშრომლობაში დაგვეხმარება“, - განაცხადა იაუმ.

ვიზიტის ფარგლებში, ედვარდ იაუ და რამდენიმე დელეგატი საქართველის ვიცე პრემიერ-მინისტრ მაია ცქიტიშვილს, ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიას და ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს შეხვდებიან. 

ჰონგ კონგის ბიზნეს-დელეგაცია საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტსა და პალატის წევრებსაც შეხვდება. ასევე, 20 მარტს დაგეგმილია დელეგატების შეხვედრა ჰუალინგ ჯგუფისა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის წარმომადგენლებთანაც.

შეგახსენებთ, რომ ჰონკონგის სავაჭრო განვითარების საბჭო (HKTDC) ნორმატიული ორგანოა, რომელიც 1966 წელს ჰონგ კონგში ვაჭრობის განვითარების ხელშესაწყობად დაარსდა. საბჭოს მსოფლიოს მასშტაბით 50 ოფისი აქვს, აქედან 13 - ჩინეთში. მისი ერთ-ერთი მიზანია, წარმოაჩინოს ჰონგ კონგი, როგორც ორმხრივი გლობალური საინვესტიციო და ბიზნეს ჰაბი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები