მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტმა ანტისამთავრობო აქციების გამო, ყველა ავიარეისი გააუქმა

5d5133c89553d
მიხეილ ხაჩიძე
12.08.19 14:13
756

ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტმა   ანტისახელისუფლებო აქციების გამო, ყველა ავიარეისი გააუქმა - ინფორმაციას ადგილობრივი გაზეთი „South China Morning Post“ ავრცელებს.

გამოცემა იუწყება, რომ დღის განმავლობაში გაუქმდა ყველა სახის ფრენა, შენობაში კი, პოლიციელების რაოდენობა  უპრეცედენტოდ გაძლიერებულია და უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად დაცულია. ამ დროისთვის, უცნობია, როდის აღადგენს მეგაპოლისის საერთაშორისო აეროპორტი რეისებს.

შეგახსენებთ, რომ ქალაქის აეროპორტი უკვე მეოთხე დღეა მომიტინგეებს ჰქონდათ აღებული, ათასობით ადამიანი ტერმინალში მასშტაბურ აქციებს მართავდა, თუმცა პროტესტის გამო, რეისები არ უქმდებოდა.






გუშინ კი, ჰონგ-კონგის პოლიციამ დემონსტრანტები დაარბია, სამართლდამცველებმა მომიტინგეების წინააღმდეგ ხელკეტები გამოიყენეს, ათობით ადამიანი მძიმე დაზიანებებით კლინიკებშია გადაყვანილი. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები