მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჰონგ-კონგში "გეფერინის" საფირმო მაღაზია გაიხსნება

5b0efae46606e
მაია ბიწაძე
31.05.18 09:00
1728
ქართული ბრენდის "გეფერინის" ბრენდის ქართული ჩანთები ჰონგ-კონგის ძვირადღირებულ სავაჭრო ცენტრში გაიყიდება,- ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანიის დამფუძნებელმა ილია გეფერიძემ განუცხადა.
მისი თქმით, "გეფერინის“ საფირმო მაღაზია ჰონგ-კონგში, სავაჭრო ცენტრ Harbour city-ში განთავსდება.

“პროექტის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში საერთაშორისო გამოფენაზე მივიღეთ მონაწილეობა, სადაც "გეფერინი“ 12 რჩეულ ბრენდს შორის მოხვდა. ერთ-ერთი კომპანია დაინტერესდა ჩვენით და ჰონგ-კონგში პროდუქციის შეტანა შემოგვთავაზა, მოლაპარაკება იქვე დავასრულეთ.

ეს იქნება ჩვენი საფირმო მაღაზია და შესაბამისად სრულად ჩვენი პროდუქციით შეივსება, კერძოდ, საფულეები და ჩანთები გაიყიდება.

რაც შეეხება სარეალიზაციო ფასს, ქართულ ფასთან შედარებით ორჯერ მეტი იქნება. ჩანთები 100 დოლარიდან 500 დოლარამდე ეღირება“,- განაცხადა ილია გეფერიძემ.

კომპანია "გეფერინი“ საქართველოში 2014 წლის აგვისტოდან ფუნქციონირებს და ტყავის პროდუქციას, კერძოდ ჩანთებს, საფულეებს და ქამრებს აწარმოებს. პროდუქციის 60% ექსპორტზე რამდენიმე ქვეყანაში იგზავნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები