მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჰონკონგის აეროპორტში თვითმფრინავი ბილიკიდან გადავიდა - დაღუპულია 2 ადამიანი

CargoAir
BM. GE
21.10.25 00:44
291

20 ოქტომბერს, დილით, ჰონკონგის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავი ასაფრენი ზოლიდან გადავიდა, ადგილობრივი საპატრულო სამსახურის ავტომობილს დაეჯახა და ზღვაში გადავარდა. შემთხვევას აეროპორტის ორი თანამშრომლის სიცოცხლე შეეწირა.

ჯერჯერობით, უცნობია, რა გახდა უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზი, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ თვითმფრინავის სავალი ნაწილიდან გადასვლა სველმა ზედაპირმა განაპირობა.

აღნიშნული თვითმფრინავი, რომელიც რეისს დუბაიდან ახორციელებდა, CargoAir-ს ეკუთვნოდა და არაბთა გაერთიანებული სამეფოს დროშით დაფრინავდა.

ბოინგ 747-ის ტიპის თვითმფრინავის წყალში გადავარდნის შემდეგ, ეკიპაჟის ევაკუაცია განხორციელდა. ამასთან, მოხერხდა ბორტზე მყოფი ოთხივე ადამიანი გადარჩენა. ჰონკონგის საერთაშორისო აეროპორტი, სადაც ავარია მოხდა, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სატვირთო გადაზიდვების ჰაბია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები