მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჰონკონგის საფონდო ბირჟიდან Evergrande-ის დელისტი განხორციელდა - მიზეზი

evergrande

ჩინური Evergrande-ის აქციები ჰონკონგის საფონდო ბირჟაზე აღარ ივაჭრება, რაც უძრავი ქონების გიგანტის მხრიდან უკან გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც ჩინეთში უძრავი ქონების ბაზარზე გახანგრძლივებულ კრიზისს მოჰყვა.

Evergrande-ის კრედიტორები კვლავ მუშაობენ კომპანიის დავალიანების გასტუმრებაზე, რომელმაც $340 მილიარდი შეადგინა. ერთ დროს ჩინეთის უმსხვილეს დეველოპერს რამდენიმე წლის წინ მარეგულირებლისგან პრობლემა შეექმნა, რაც კომპანიის მხრიდან ჭარბი ვალის აღებას მოჰყვა. იმ პერიოდში მზარდი დავალიანების გამო დეფოლტი არაერთმა დეველოპერულმა კომპანიამ გამოაცხადა, რამაც ბაზრის რყევები გამოიწვია, რომლის გავლენაც მსოფლიოს რიგით მეორე ეკონომიკაზე დღემდე შეინიშნება.

The Hong Kong Exchange-ის ინფორმაციით, Evergrande-ის აქციათა დელისტი მიმდინარე კვირის ორშაბათს განხორციელდა, როგორც მოსალოდნელი იყო.

კომპანია, რომელიც შენჟენის პროვინციაშია ბაზირებული, 1996 წელს ბიზნესმენმა ჰუი კა იანმა დააფუძნა - evergrande-ის ზრდა-განვითარება და დაცემა პირდაპირ იმეორებს ჩინეთის უძრავი ქონების ბაზრის ტენდენციებს. კომპანია საჯაროდ პირველად 2009 წელს დაილისტა, 2023 წელს კი ბანკროტი გამოაცხადა, თუმცა მოგვიანებით დეფოლტი გააუქმა.

მიუხედავად იმისა, რომ ჰონკონგის სასამართლომ კომპანიას ვალის გასტუმრება დააკისრა, მისი აქტივების 90%-ზე მეტი კონტინენტურ ჩინეთშია განთავსებული, რაც სასამართლო განჩინების აღსრულებას ართულებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები