მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰორეკა სექტორის გზავნილები საპროტესტო მარშიდან

"არც წაკითხულის გააზრების პრობლემა გვაქვს და არც უდიპლომოები ვართ." - ასე მიმართა დღეს ჰორეკა სექტორმა ქართულ ოცნებას. რესტორნების, სასტუმროების, ტურისტული კომპანიებისა და მომიჯნავე დარგების წარმომადგენლებმა ორ ლოკაციაზე საპროტესტო აქცია გამართეს და მსვლელობით პარლამენტთან მივიდნენ. მათი მთავარი მოთხოვნა, 20 დღის მანძილზე დაკავებული პირების გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩატარებაა. კერძო სექტორში აცხადებენ, რომ ქვეყანა და შესაბამისად, ბიზნესი, კრიზისულ მდგომარეობაშია. ჯავშნები გაუქმებულია, რესტორნებში მომხმარებლების რაოდენობა შემცირებულია, ხელფასების გადახდა პრობლემურია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები