HORSETOURS.GE ყირგიზეთის ბაზარზე შევიდა. დაინტერესებულ პირებს საცხენოსნო ტურების დაგეგმვა მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან არამხოლოდ საქართველოში, უკვე შეუძლიათ ყირგიზეთშიც. სტარტაპი თურქეთში გასასვლელადაც ემზადება. როგორც კომპანიის დამფუძნებლები ამბობენ, ადგილობრივ ბაზარზე საცხენოსნო ტურების მიმართულება ძალიან პოპულარული გახდა და მოთხოვნა, წინა წელთან შედარებით, თითქმის გასამმაგებულია. როგორია კომპანიის გეგმები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. როგორია მოთხოვნა საცხენოსნო ტურებზე და როგორ ვითარდება ტურიზმის ეს მიმართულება?