ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ჰოსპიტლებში 300 კოვიდინფიცირებული ბავშვია მოთავსებული. მისივე თქმით, ყველა ბავშვს, რომელსაც შესაძლოა ინფექცია დაემართოს, ექნება შესაძლებლობა მკურნალობა საავადმყოფოში გაიაროს.
„დღეის მდგომარეობით, ჰოსპიტალში 300-მდე ბავშვია მოთავსებული. ჩვენ განვაგრძობთ პედიატრიული საწოლების მობილიზებას და არცერთი ბავშვი არ დარჩება ჰოსპიტალური საწოლის გარეშე. მნიშვნელოვანია ასევე მშობლების მხრიდან მაქსიმალური ყურადღება ბავშვების იმ ღონისძიებებში ჩართულობაზე, სადაც შეიძლება ბავშვი დაინფიცირდეს.
დღესდღეობით კვლავ რჩება მნიშვნელოვან ღონისძიებად სოციალური დისტანცია და პირბადის ტარება იმისთვის, რომ ბავშვები დავიცვათ კოვიდისგან“,- განაცხადა "იმედის" ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა.




























