მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

HR აუთსორსინგული კომპანია ONE POINT ალტე უნივერსიტეტის MBA პროგრამის 2 სტუდენტს სწავლას დაუფინანსებს

HR აუთსორსინგული კომაპანია ONE POINT ალტე უნივერსიტეტის MBA პროგრამის 2 სტუდენტს სწავლას დაუფინანსებს 
13.07.26 17:18
158

პროექტის - One Point Future Talent Scholarship-ის ფარგლებში, HR აუთსორსინგული კომაპანია One Point ალტე უნივერსიტეტის MBA პროგრამის ორ სტუდენტს სწავლის საფასურს 50%-ით დაუფინანსებს.

ალტე უნივერსიტეტსა და HR აუთსორსინგულ კომპანია One Point-ს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, ახალი სასტიპენდიო ინიციატივა - One Point Future Talent Scholarship იწყება, რომლის მიზანიც მაღალი პოტენციალის მქონე ახალგაზრდა პროფესიონალებისა და მომავალი ლიდერების მხარდაჭერაა.

პროგრამის ფარგლებში One Point-ი ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო (MBA) პროგრამის ორ სტუდენტს სწავლას 50%-ით დაუფინანსებს. სასტიპენდიო პროგრამით სარგებლობა შეეძლებათ როგორც უკვე მოქმედ MBA სტუდენტებს, ისე 2026/2027 სასწავლო წელს ჩარიცხულ სტუდენტებს. გამარჯვებულთა შერჩევა განხორციელდება მას შემდეგ, რაც სტუდენტები სასწავლო პროცესში ჩაერთვებიან.

„ალტე უნივერსიტეტი აგრძელებს ისეთი შესაძლებლობების შექმნას, რომლებიც სტუდენტებისთვის აკადემიურ განათლებას რეალურ პროფესიულ გამოცდილებასა და ინდუსტრიის წარმომადგენლებთან თანამშრომლობასთან აკავშირებს. სწორედ ამ მიზნით დავპარტნიორდით კომპანია One Point-თან და ერთობლივად შევქმენით One Point Future Talent Scholarship. ეს ინიციატივა მომავალ ლიდერებს არა მხოლოდ ფინანსურ მხარდაჭერას, არამედ გამოცდილ მენტორებთან მუშაობის, პროფესიული განვითარებისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობასაც მისცემს.“ – აღნიშნავს ალტე უნივერსიტეტის პრეზიდენტი რამაზ კუკულაძე.

One Point Future Talent Scholarship მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერით არ შემოიფარგლება. პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული სტუდენტები დამატებით ისარგებლებენ პროფესიული განვითარების არაერთი შესაძლებლობით, მათ შორის:

  • ინდივიდუალური მენტორინგით ერთი წლის განმავლობაში;
  • კარიერული ქოუჩინგით;
  • CV/Resume-ის პროფესიული მომზადებით;
  • LinkedIn პროფილის ოპტიმიზაციითა და პერსონალური ბრენდინგის მხარდაჭერით;
  • One Point-ში ან პარტნიორ ორგანიზაციებში სტაჟირების შესაძლებლობით.

პროგრამა განკუთვნილია იმ კანდიდატებისთვის, რომლებიც გამოირჩევიან ლიდერული პოტენციალით, პროფესიული განვითარების მაღალი მოტივაციითა და ადამიანებისა და ბიზნესის მართვის მიმართ ინტერესით. შერჩევა ორ ეტაპად განხორციელდება და მოიცავს როგორც წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასებას, ისე უნივერსიტეტისა და One Point-ის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულ ჟიურისთან გასაუბრებას. შეფასების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კანდიდატების ლიდერულ პოტენციალს, კომუნიკაციის უნარებს, პროფესიულ მოტივაციასა და პროგრამის ღირებულებებთან შესაბამისობას.

„ძლიერი ორგანიზაციები იქმნება ძლიერი ადამიანებით. სწორედ ამიტომ, ჩვენი მისიაა, ერთი მხრივ, კომპანიებს შევთავაზოთ ადამიანური რესურსების მართვის სრულყოფილი და სტრატეგიული მხარდაჭერა, ხოლო მეორე მხრივ, აქტიური წვლილი შევიტანოთ მომავალი პროფესიონალებისა და ლიდერების განვითარებაში. One Point Future Talent Scholarship ამ ხედვის ბუნებრივი გაგრძელებაა. ალტე უნივერსიტეტთან პარტნიორობა გვაძლევს შესაძლებლობას, აკადემიური განათლება რეალურ ბიზნეს გამოცდილებასთან დავაკავშიროთ და სტუდენტებს ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, შევთავაზოთ მენტორინგი, კარიერული კონსულტაცია, პროფესიული განვითარების პრაქტიკული ინსტრუმენტები და ინდუსტრიებთან პირდაპირი კავშირი. ჩვენ გვჯერა, რომ სწორედ უნივერსიტეტისა და ბიზნესის მჭიდრო თანამშრომლობა ქმნის იმ პროფესიონალებს, რომლებიც მომავალში წარმატებით უპასუხებენ როგორც შრომის ბაზრის, ისე ბიზნესის დინამიურ გარემოს.“- ნინო ნიაური, HR აუთსორსინგული კომპანია One Point -ის მმართველი პარტნიორი.

One Point Future Talent Scholarship-ის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალი თაობის პროფესიონალების განვითარებას, რომლებიც მომავალში შექმნიან თანამედროვე, ადამიანებზე ორიენტირებულ და ძლიერი ორგანიზაციული კულტურის მქონე კომპანიებს. სწორედ ამიტომ, ინიციატივა აერთიანებს აკადემიურ განათლებას, პრაქტიკულ გამოცდილებასა და ინდუსტრიის წარმომადგენლების მხარდაჭერას, რაც სტუდენტებს დასაქმების ბაზარზე კონკურენტულ უპირატესობას აძლევს.

One Point-ი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა კარიერული განვითარების მიმართულების პარტნიორია. აღნიშნული თანამშრომლობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ალტე უნივერსიტეტის მიდგომას, რომლის მიხედვითაც თანამედროვე განათლება აკადემიურ ცოდნასთან ერთად სტუდენტებისთვის რეალური კარიერული შესაძლებლობების, პრაქტიკული გამოცდილებისა და დამსაქმებლებთან მჭიდრო თანამშრომლობის შექმნასაც გულისხმობს. Მსგავსი პარტნიორობები კი აძლიერებს უნივერსიტეტის მისიას, მოამზადოს კონკურენტუნარიანი, ლიდერული ხედვის მქონე პროფესიონალები, რომლებიც წარმატებით უპასუხებენ თანამედროვე ბიზნეს გარემოს მოთხოვნებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები