მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

HR პროფესიონალთა ასოციაცია Coursera-ს გლობალურ Networking ღონისძიებაზე

18-19 ნოემბერს HR პროფესიონალთა ასოციაციამ Coursera-ს გლობალურ Networking ღონისძიებაზე Transforming learning in an AI-powered world-ზე მიიღო მონაწილეობა. მოსაწვევით, რომელიც ასოციაციამ მიიღო, როგორც თავად მისი წევრები და მენეჯმენტი განმარტავს, ფაქტობრივი აღიარება მიიღო, რომლითაც ქართული პროფესიული ასოციაციები აქტიურად ინტეგრირდებიან და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მსოფლიო დონის ინიციატივებში.

თავის მხრივ "Transforming learning in an AI-powered world" , რაც ითარგმნება როგორც ტრანსფორმაციული სწავლა ხელოვნური ინტელექტით უზრუნველყოფილ სამყაროში, წარმოადგენს განათლების ფილოსოფიურ და პრაქტიკულ ცვლილებას, რომელიც პასუხობს იმ რეალობას, სადაც ხელოვნური ინტელექტი (AI) ცვლის შრომის ბაზარს, ცოდნის ხელმისაწვდომობას და ადამიანის შემეცნებით პროცესებს. კონფერენცია რამდენიმე ძირითად ასპექტს მოიცავს, რომელიც ბევრი ინფორმაციის ცოდნის, ფაქტების დამახსოვრების მიღმა კომპლექსური უნარების და კრეატიული, სტრატეგიული მიდგომების განვითარებაზეა ორიენტირებული.

სტუმრები: სალომე ღაჭავა - HR პროფესიონალთა ასოციაცია, აღმასრულებელი დირექტორი;

სერგო ნოზაძე - HR პროფესიონალთა ასოციაციის პრეზიდენტი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები