მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

HR პროფესიული ჩარჩოსა და კომპეტენციების მოდელი - რას გულისხმობს ახალი ინიციატივა?

BM.GE
11.05.23 13:28
243
HR პროფესიონალთა ასოციაცია HR პროფესიული ჩარჩოსა და კომპეტენციების მოდელის შექმნის პროცესს უხელმძღვანელებს. პროცესი ბიზნესის, საჯარო და არასამთავრობო სექტორების ჩართულობით წარიმართება, რათა მოხდეს მათი HR-თან დაკავშირებული აღქმების, დამოკიდებულებებისა და მოლოდინების გამოკვლევა და მათთვის ჩარჩო დოკუმენტის გაცნობა. 

საქართველოს რეალობაზე მორგებული HR პროფესიული ჩარჩოსა და კომპეტენციის მოდელის შექმნის მიზანია: HR პროფესიონალებს შექმნან განვითარების გზამკვლევი; ბიზნეს ორგანიზაციებს სწორად განსაზღვრონ HR-ის როლი და ფუნქციები ორგანიზაციის სტრატეგიული მიზნების მიღწევის პროცესში; საგანმანათლებლო დაწესებულებებს ჰქონდეთ ჩარჩო დოკუმენტი HR კურსების დიზაინის შექმნის პროცესში.

სტუმრები: სალომე ღაჭავა - HR პროფესიონალთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი;
ლელა სალაყაია - სელფი მობაილის პერსონალთან მუშაობისა და ადმინისტრაციულ საკითხთა დირექტორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები