თანამედროვე ბიზნესისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რეკრუტინგი რჩება. პრობლემა ხშირად არა კანდიდატების სიმცირე, არამედ მათი შერჩევის ხანგრძლივი და დამღლელი პროცესია. Harmony.AI პლატფორმა აერთიანებს კანდიდატების მართვის სისტემას, მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის სისტემას, კალენდრებსა და ცხრილებს ერთიან ეკოსისტემაში და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ჰაირინგის პროცესს მეტად ავტომატიზებულსა და ეფექტიანს ხდის, ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე.


































