მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

HRW EU-ს მოუწოდებს EU-ს დემონსტრანტების მიმართ ძალადობაზე პასუხისმგებელ პირებს სანქციები დაუწესოს

აქციები

Human Right Watch საქართველოზე გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა სანქციები უნდა დაუწესონ ძალადობაზე პასუხისმგებელ პირებს. ამას გარდა, HRW ევროკავშირს მოუწოდებს დაეხმაროს სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას.

საპოლიციო ძალებმა გამოიყენეს სასტიკი ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ, ასევე მიმართეს ძალადობას დაკავებისას და სცემეს პროტესტის მონაწილეები. პოლიცია ზოგიერთ შემთხვევაში აწამებდა ან ცუდად ექცეოდა დაკავებულებს პოლიციის მანქანებსა და განყოფილებებში. ორგანიზაცია ასევე მიუთითებს, რომ სამართალდამცველებს შავი ნიღბები ეკეთათ და არანაირი მაიდენტიფიცირებადი ნიშანი არ ჰქონიათ.

ევროპასა და ცენტრალურ აზიაში HWR-ის დირექტორის ჰუგ უილიამსონის თქმით, მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ჩადენილი ძალადობის მასშტაბი უპრეცედენტოა და არღვევს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ნორმებს.

პოლიციის მხრიდან მომიტინგეების მიმართ არასათანადო მოპყრობის მასშტაბები და ხელისუფლების უუნარობა, რომ მათთვის პასუხისმგებლობა დაეკისრებინა, მეტყველებს იმაზე, რომ ძალადობა ნებადართული იყო ან პასუხისმგებლობებისგან გათავისუფლებულები იყვნენ", - ამბობს უილიამსონი.

ხელისუფლებამ საპროტესტო აქციებისას ასეულობით მონაწილეს ბრალი დასდო პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში, სასამართლოში ამ საქმეების განხილვა კი ზედაპირული იყო და არანაირი ეფექტიანი ზომები არ ყოფილა მიღებული სასტიკი მოპყრობის შესახებ სერიოზული ბრალდებების განსახილველად.

ადგილობრივი ორგანიზაციების ინფორმაციით, 28 ნოემბრიდან ჯამში 460-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათგან უმეტესობა ადმინისტრაციული წესით იქნა დაკავებული, დაახლოებით 30 ადამიანის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნა სისხლის სამართლებრივი დევნა. ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები აცხადებენ, რომ დაკავებულები წამებასა და ცუდად მოპყრობის შემთხვევებზე მიუთითებენ, მათგან სულ მცირე 80 ადამიანს საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა.

Human Rights Watch-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სპეცრაზმელები და, სავარაუდოდ, ხელისუფლებასთან კავშირის მქონე აგრესიული პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ ოპოზიციური მედიის წარმომადგენლებს და დამოუკიდებელ ჟურნალისტებს.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, რომლის ვალდებულებაც სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების ვალდებულება აქვს, გამოძიება დაიწყო, თუმცა ამ დრომდე არავინ დაუკავებია.

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს ყველა დაკავებული პირი, რომლებიც მშვიდობიანი შეკრების და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობდნენ. ამას გარდა, HRW იმ პირების დასჯას ითხოვს, რომლებიც ძვლებს უმტვრევდნენ და სხვა დაზიანებებს აყენებდნენ დაკავებულებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები