მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

HSBC Blockchain ტექნოლოგიას ტესტავს

5b0598df18681
BM.GE
23.05.18 20:36
1450
ერთ-ერთ წამყვან საინვესტიციო ბანკში HSBC გადაწყვიტეს, რომ ბლოქჩეინის ტექნოლოგიების ეფექტურობა დატესტონ. ამ მიზნით ჰოლანდიურ გიგანტ ING-თან ერთად გამოუშვეს აკრედიტივი უმსხვილესი ამერიკული სასოფლო-სამეურნეო კომპანია Cargill-სთვის, რათა ამ უკანასკნელმა გახსნილი აკრედიტივის საფუძველზე სოიოს პროდუქციის მიწოდება განახორციელოს.

HSBC-ში აცხადებენ, რომ ამისთვის გამოიყენეს R3 - კონსორციუმის ბლოქჩეინ პლატფორმა. ბანკის მტკიცებით, ტრანზაქციის დასრულება მოხერხდა 24 საათში და ეს მაშინ, როცა ამ ტიპის ოპერაციებისთვის დაახლოებით 10 დღე იყო საჭირო. HSBC ში აცხადებენ, რომ აქტიურად აგრძელებენ ბლოქჩეინის ტესტირებას სხვადასხვა მიმართულებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები